ავტორიზაცია
მეთაფლე ფუტკრის (Apis mellifera) ფრუქტოფილური მიკროფლორის ფუნქციური თავისებურებანი
ავტორი: ირაკლი ჯანაშიასაკვანძო სიტყვები: მეთაფლე ფუტკარი, მიკრობიოტა
ანოტაცია:
მეთაფლე ფუტკრების ენდოგენური რძემჟავა მიკროფლორა ამ მწერის კოლონიის ფიზიოლოგიის საკვანძო თავისებურებებში ღებულობს მონაწილეობას. მიიჩნევენ, რომ მიკრობული სიმბიონტები ახდენენ იმუნური სისტემის სტიმულაციას, იცავენ მაკროორგანიზმს პათოგენებისაგან, ეხმარებიან საკვები ნივთიერებების ათვისებაში და მონაწილეობენ ფუტკრების ერთადერთი ცილოვანი საკვების – ყვავილის მტვერის ჭეოდ გარდაქმნაში. ჭეოს მიკრობიოლოგიის შესახებ მცირე რამაა ცნობილი, თუმცა არსებობს ჰიპოთეზა, რომ ისინი ახდენენ რა ამ სუბსტრატის ფერმენტაციას და იცავენ მას გაფუჭებისაგან. წარმოდგენილი კვლევა მიზნად ისახავდა Apis mellifera–ს კოლონიის ენდოგენური რძემჟავა ბაქტერიების ფუნქციური თავისებურებების დადგენას. მოვახდინეთ ჭეოს ნიმუსებიდან სოკოვანი მიკროორგანიზმების გამოყოფა და მათი იდენტიფიკაცია. იზოლატები გამოვიყენეთ ყვავილის მტვერის ჭეოდ გარდაქმნის სიმულირებულ გარემოში, სადაც ასევე ვიყენებდით ფუტკრების ენდოგენურ რძემჟავა ბაქტერიებს. კლევის მეთოდებიდან გამოვიყენეთ SDS ელექტროფორეზი, სახამებლიან აგარზე გათესვის მეთოდები და შევიმუშავეთ ჭეოს სიმულირებული მოდელი. ექსპერიმენტები მიზნად ისახავდა ენდოგენური ბაქტერიების პროტეოლიზური, ამილოლიზური და ატიფუნგური აქტივობების განსაზღვრას. საერთო ჯამში გამოიყო 15 სოკოვანი იზოლატი, მათ შორის მხოლოდ სამი იზოლატი, შემდგომ იდენტიფიცირებული როგორც: Candida sp., Zygosaccharomyces rouxiiდა Aspergillus niger ჭეოს სიმულირებულ სუბსტრატზე იძლეოდა უხვ ნაზარდს. თუმცა, ეს ზრდა ითრგუნებოდაენდოგენური ბაქტერიების შტამების: Lactobacillus kunkeei, Fructobacillus tropaeoli და Fructobacillus fructosus მიერ. ჩვენს მიერ ცატარებულმა ექსპერიმენტმა ვერ აღმოაჩინა ამ ბაქტერიების ამილოლიზური და პროტეოლიზური აქტივობა. მიღებული შედეგების გათვალისწინებით ვვარაუდობთ, რომ ენდოგენური რძემჟავა ბაქტერიები მონაწილეობას ღებულობენ სკაში ყვავილის მტვრის მარაგის ფერმენტაციაში – მისი ჭეოდ გარდაქმნის სახით, ამ დროს ისინი ახდენენ მასში სოკოვანი მიკროფლორის განვითარების შეზღუდვასა და იცავენ მას მიკრობული გაფუჭებისაგან. საინტერესოა, რომ იზოლატი Aspergillus niger, რომლის დათრგუნვასაც ზემოთ ხსენებული ბაქტერიები ახდენდნენ ფუტკრების ლარვების დაავადებას – ჩაკირულ ბარტყს იწვევს.