ka | en
Company Slogan TODO

ფონონური ტრანზისტორი

ავტორი: რამაზ ხომერიკი
თანაავტორები: მერაბ მალიშავა
საკვანძო სიტყვები: არაწრფივი ფონონები, ღრეჩული სოლიტონები
ანოტაცია:

განვიხილავთ ბგერითი სიგნალების ბგერით გაძლიერების შესაძლებლობას, რომელიც დაფუძნებულია ღრეჩული სოლიტონების გავრცელების მექანიზმზე. მაგალითად აღებულია ორი სუსტად ბმული არაწრფივი ოსცილატორული ჯაჭვი. პირველ ჯაჭვს სათავიდან ვარხევთ სპექტრალურ ღრეჩოში მოთავსებული სიხშირითა და დიდი ამპლიტუდით. ხოლო მეორე ჯაჭვში ვუშვებთ იგივე სიხშირის მცირე სიგნალს, ოღონდ საწინააღმდეგო ფაზით. თუ ორივე ჯაჭვის ჯამური რხევის ამპლიტუდა აღემატება სისტემის ღრეჩული აღგზნების ზღურბლს, ჩნდება სოლიტონი და ვრცელდება სისტემაში. ეს წარმოადგენს გაძლიერების კონცეპტუალურ მექანიზმს, რომელსაც ფართო გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ოპტიკურ ანდა მაგნიტურ კონტექსტში, ისევე როგორც ლოგიკური ჭიშკრების კონსტრუირებაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com