ავტორიზაცია
TiO2 ნანოფხვნილების ფოტოკატალიზური თვისებების ეფექტურობის გაზრდა და მათი გამოყენება
ავტორი: ცისანა გავაშელითანაავტორები: გ. მამნიაშვილი,ტ.გეგეჭკორი, მ. ნადარეიშვილი, თ.ზედგინიძე
საკვანძო სიტყვები: ფოტოკატალიზი, შთანთქმის სპექტრი, TiO2
ანოტაცია:
შესწავლილი იყო ფოტოკატალიზური TiO2 ნანოფხვნილების შთანთქმის სპექტრების ცვლილების შესაძლებლობები მზის ენერგიის ეფექტური გამოყენების მიზნით. აღნიშნული ცვლილებები ძირითადად შეეხება შთანთქმის სპექტრის ულტრაიისფერი უბნის გაზრდას და კატალიზაციის პროცესში სინათლის სპექტრის ხილული უბნის ჩართვას. ამ მიზნისათვის გამოყენებულ იქნა TiO2 ნანოფხვნილების შედარებით მცირე ზომის Ni -B и Co-B კლასტერებით დაფარვის დაბალტემპერატურული მეთოდი, რის გამოც მნიშვნელოვნად იზრდება შთანთქმის სპექტრის ულტრაიისფერი უბნის ინტენსივობა. ასევე, ექსპერიმენტულად დასტურდება, რომ კლასტერებით დაფარული TiO2 ნანოფხვნილების თერმული დამუშავება იწვევს შთანთქმის სპექტრის წანაცვლებას უფრო გრძელი ტალღებისაკენ, მაშინ როცა მხოლოდ TiO2 ნანოფხვნილების თერმული დამუშავებისას სპექტრი პრაქტიკულად არ იცვლება.
მიმაგრებული ფაილები:
Improving of Photocatalytic TiO2 Nanopowders Efficiency and Their Potential Applications [en]TiO2 ნანოფხვნილების ფოტოკატალიზური თვისებების ეფექტურობის გაზრდა და მათი გამოყენება [ka]