ავტორიზაცია
დამატებითი მდგომარეობების (ჰიდრინო) არსებობის საკითხი დირაკის და პროკას განტოლებებში
ავტორი: თეიმურაზი ნადარეიშვილითანაავტორები: ანზორ ხელაშვილი
საკვანძო სიტყვები: დირაკისა და პროკას განტოლებები, ჰიდრინო მდგომარეობები, კულონის პოტენციალი
ანოტაცია:
უსპინო ნაწილაკების რელატივისტურ კლაინ-გორდონის განტოლებაში კულონური პოტენციალისთვის წარმოიქმნება ზედმეტი (სინგულარული) ამოხსნები, რომლებიც კვანტური მექანიკის აპარატის ყველა მოთხოვნას (ნორმირებადობა, ორთოგონალურობა, ნორმის დროზე დამოუკიდებლობა და ა.შ.) აკმაყოფილებენ. ასეთი ამოხსნის (ჰიდრინო, მცირე წყალბადი) დაკვირვება მნიშვნელოვანი იქნებოდა სხვადასხვა ახალი ფიზიკური მოვლენის დამზერისათვის. წინამდებარე მოხსენებაში განიხილება იგივე ამოცანა ½ -სპინიანი ნაწილაკისთვის (ელექტრონი) დირაკის განტოლების ფარგლებში. ნაჩვენებია, რომ სათავეში სინგულარული ასიმპტოტიკის მქონე ამონახსნი მართლაც არსებობს, ოღონდ სინგულარობის ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე უსპინო შემთხვევაში. ამის გამო ადგილი აღარ აქვს ალბათობის (ნორმის) დროზე დამოუკიდებლობას, აგრეთვე არ სრულდება ორთოგონალურობის პირობა, თუმცა სრული ალბათობა სასრულოა მოდელის პარამეტრების გარკვეულ არეში. ამის გამო, დასკვნის სახით ვთვლით, რომ დირაკის განტოლებაში დამატებითი ამოხსნა უნდა უგულვებელვყოთ და დავკმაყოფილდეთ ნორმალური (სტანდარტული) ამონახსნით. დამატებითი მდგომარეობების არსებობის საკითხი განხილულია პროკას განტოლებაშიც
მიმაგრებული ფაილები:
On the Existence of Additional (Hydrino) states in the Dirac and Proca equations [en]დამატებითი მდგომარეობების (ჰიდრინო) არსებობის საკითხი დირაკის და პროკას განტოლებებში [ka]