ავტორიზაცია
ენდოგენური წარმოშობის ბუნების ძეგლების კვლევა-პოპულარიზაცია მდინარე რიონის აუზში
ავტორი: გიორგი დვალაშვილითანაავტორები: მერი გუგეშაშვილი, ერეკლე ჩახვაშვილი, თამარ ფილაური, ნიკა წითელაშვილი
საკვანძო სიტყვები: მღვიმე, ბუნების ძეგლი, ენდოგენი
ანოტაცია:
საქართველო გეომორფოლოგიური კონტრასტების ქვეყანაა. მის ზედაპირზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი ჰიფსომეტრიული და მორფოლოგიური რელიეფის ფორმები: ღრმა ხეობები, მიწისქვეშა ლაბირინთები, ბრტყელი დაბლობები, ტაფობები, სხვადასხვა სიმაღლის პლატოები, მაღალი მთები, ქედები. ამ მხრივ ძალიან საინტერესო რეგიონს წარმოადგენს მდინარე რიონის აუზი. ბუნების ძეგლები განუმეორებელია და ზოგიერთი სულ რამდენიმე ეგზამპლარია წარმოდგენილი. ხშირად მათი დაზიანება ხდება, ზოგჯერ კი სრულად ნადგურდება. ყოველივე ამის გამო, იკარგება ბუნების იშვიათი და უნიკალური ქმნილება, რის აღდგენაც შეუძლებელია. საჭიროა შეიქმნას კომპლექსური პროგრამა მათი შენარჩუნების, დაცვისა და გამოყენების შესახებ. კვლევის გენერალურ მიზანს წარმოადგენს ბუნების ძეგლების შესწავლა და მათი პოპულარიზაცია, ბუნების ძეგლების შესწავლა მათი პოპულარიზაციის მიზნით მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენს ქვეყანაში. აღნიშნული აუზი იმდენად მდიდარია ენდოგენური წარმოშობის სხვადასხვა ფორმებით, რომ შეიძლება ჯერ უცნობი ობიექტების აღმოჩენა-შესწავლა, რომელთა შესახებ მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაა ცნობილი. ზოგიერთი ბუნებრივი ღირსშანიშნავი ძეგლი არის ადგილობრივი თუ საერთაშორისო მნიშვნელობის ობიექტი, თუმცა ეს ძეგლები ზოგჯერ ადამიანის უხეში ჩარევის შედეგად კარგავენ ბუნებრივ სილამაზეს. ამისათვის აუცილებელია ასეთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი ფენომენები ატარებდნენ ბუნების ძეგლის სტატუსს.
მიმაგრებული ფაილები:
The research-popularization of endogenous origin nature monuments in Rioni river basin [en]ენდოგენური წარმოშობის ბუნების ძეგლების კვლევა-პოპულარიზაცია მდინარე რიონის აუზში [ka]