ka | en
Company Slogan TODO

დინამიური ქაოსი და სპინის კორელაციური ფუნქციები ნანომაგნიტების ჯაჭვში

ავტორი: ზაზა ტოკლიკიშვილი
თანაავტორები: ლ.ჭოტორლიშვილი, ა.კომნიკი, ჯ. ბერაკდარი
საკვანძო სიტყვები: ქაოსური დინამიკა, მაგნეტიზმი
ანოტაცია:

შესწავლილია ერთმანეთთან დაკავშირებული ნანომაგნიტების ჯაჭვი კლასიკურ მიახლოებაში. ნაჩვენებია, რომ უსასრულო ჯაჭვი შეიძლება ეფექტურად გამოისახოს ერთგანზომილებიანი ჰამილტონიანით, ფიქტიურ დროზე დამოკიდებული შეშფოთებით. დადგენილია კავშირი კლასიკური სისტემის დინამიურ მახასიათებლებსა და სპინების ერთმანეთთან კორელაციის დროის შორის. სპინებს შორის კორელაციის ფუნქციის დაშლის სიჩქარე დამოკიდებულია ლოგარითმულად ლიაპუნოვის მაჩვენებლის მაქსიმალურ მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, ჩვენ განხილული გვაქვს გაცვლითი მუდმივების ანიზოტროპიის გავლენაზე სპინური ჯაჭვის დინამიკაზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com