ka | en
ავტორიზაცია
განშტოების მქონე გაზსადენში ჰიდრავლიკური გათვლის ზოგიერთი შედეგები
ავტორი: თეიმურაზ დავითაშვილითანაავტორები: მერი შარიქაძე, გიორგი გელაძე
საკვანძო სიტყვები: მათემატიკური მოდელი, წნევა, გაზის ნაკადის ხარჯი
ანოტაცია:
მოცემულ ნაშრომში ერთი არაწრფივი კვაზისტაციონარული, მათემატიკური მოდელის საფუძველზე შესწავლილია განშტოების მქონე გაზსადენში ნაკადის წნევისა და ხარჯის განაწილება.შესწავლილია ერთი არაწრფივი კერძოწარმოებულიანი დიფერენციალურ განტოლებათა სისტემა, რომელიც აღწერს გაზის არასტაციონარულ მოძრაობას განშტოების მქონე მილსადენში. ნაპოვნია ამ განტოლებათა სისტემის ეფექტური ამონახსნი (წნევისა და გაზის ნაკადის ხარჯის განაწილება მილსადენში) შემდგომში გაზსადენში გაჟონვის ადგილმდებარეობის აღმოჩენის მიზნით. მოცემულია ზოგიერთი რიცხვითი თვლის შედეგები.