ka | en
ავტორიზაცია
ცვლად ოპერატორიანი ევოლუციური განტოლებისთვის ნახევრადდისკრეტული სქემის ორშრიან სქემებად გახლეჩის შესახებ
ავტორი: ჯემალი როგავათანაავტორები: რ. გალდავა, დ. გულუა
საკვანძო სიტყვები: ევოლუციური განტოლება, ნახევრადდისკრეტული სქემა, შეშფოთების ალგორითმი
ანოტაცია:
ჰილბერტის სივრცეში განხილულია კოშის ამოცანა აბსტრაქტული პარაბოლური განტოლებისთვის ცვლადი, თვითშეუღლებული, დადებითად განსაზღვრული ოპერატორით. ამ ამოცანის მიახლოებითი ამოხსნისთვის, შეშფოთების ალგორითმის გამოყენებით, არაცხადი სამშრიანი ნახევრადდისკრეტული სქემა დაიყვანება ორშრიან სქემებზე. ამ სქემების ამონახსნების საშუალებით ვაგებთ გამოსავალი ამოცანის მიახლოებით ამონახსნს. შეფასებულია მიახლოებითი ამონახსნის ცდომილება.