ავტორიზაცია
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ცხვრის სეზონური სადგომები, წყალმომარაგების პრობლემა და მისი გეოგრაფიული ანალიზი
ავტორი: რომანი მაისურაძეთანაავტორები: ნიკოლოზ ინაშვილი,მანანა შარაშენიძე, თამარ ხარძიანი, ნელი ჯამასპაშვილი
საკვანძო სიტყვები: საძოვარი, წყალმომარაგება, გის-ანალიზი
ანოტაცია:
ნაშრომი შეეხება საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უძველესი დარგის - მეცხვარეობის და ნაწილობრივ მსხვილფეხა მესაქონეობის განვითარების წინაშე მდგარ პრობლემებს და მათი მოგვარების სივრცით ანალიზს. საკვლევ რეგიონს დედოფლისწყაროს მონიციპალიტეტის ტერიტორია წარმოადგენს, სადაც აღნიშნული საქმიანობა ტრადიცლიული დარგია და დღეს რიგი პრობლემების წინაშე დგას, ეს თავის მხრივ დაკავშირებულია ადგილობრივ გეოგრაფიულ და სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასთან, რაც მიზეზ-შედეგებრივად აისახება არსებული დარგის თანამედროვე მდგომარეობაზე და ადგილობრივი ლანდშაფტის დატვირთვაზე, მათ გარდაქმნაზე და სამომავლო ტენდენციებზე, რაც მეტად საგულისხმოა მიმდინარე კლიმატის ცვალებადობის ფონზე, რადგან თითეული ცვლილება მოითხოვს ახალი გამოწვევებისათვის მზაობას, რათა სწორედ იყოს გააზრებული რესურსით სარგებლობის და დარგის განვითარების სტრატეგია და მდგრადი განვითარების პრინციპებით ხელმძღვანელობა. საკვლევი რეგიონი ტრადიციული ზონაა მესაქონლეობის და მეცხვარეობისათვის, განსაკუთრებით მნიშნელოვანია სეზონური მესაქონლეობის განვითარებისათვის და არსებობს დიდხნოვანი ტრადიცია სეზონური მეცხვარეობის და ზოგადად, მესაქონლეობისთვის, რაც განპირობებულია აქაური კლიმატური და ლანდშაფტური თავისებურებებით. ნაშრომში შეფასებულია საკვლევ რეგიონში არსებული მდგომარეობა სეზონური მესაქონლეობის სადგომების განლაგების და მათი წყალმომარაგების შესახებ, არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები, შედგა რეგიონის ტემატური რუკა, რომელიც აღნიშნულ პრობლემას ასახავს. ნაშრომს გააჩნია ასევე ტერიტორიის მდგრადი ბუნებათსარგებლობისთვის სარეკომენდაციო ხასიათი.