ავტორიზაცია
ფოლადაურის მაგნიტური ანომალიის გეოლოგიური ინტერპრეტაცია
ავტორი: გურამ ქუთელიათანაავტორები: ნ. აბუთიძე, ნ. ლურსმანაშვილი, ნ. წულაია
საკვანძო სიტყვები: ფოლადაური, მაგნიტური ველი
ანოტაცია:
ფოლადაურის მაგნიტური ანომალიის გეოლოგიური ინტერპრეტაცია საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილ მადანგამოვლინებათა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ბოლნისის რაიონის ფოლადაურის საბადო. გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩატარებული მაგნიტური აგეგმვის შედეგად მიღებულია დასკვნა, რომ ძიების მაგნიტური მეთოდის გამოყენებით ამ ტერიტორიის უმეტეს უბნებზე საბადოს აღმოჩენა შეუძლებელია. ამას განაპირობებს ის გარემოება, რომ მინერალი ჰემატიტი, რომელიც 70% რკინას შეიცავს, მისი ანტიფერომაგნიტურობის გამო ქმნის ძალიან მცირე სიდიდის მაგნიტურ ველს. თანამედროვე აპარატურით ჩატარებულმა კვლევებმა და მიღებული მასალის ხელახალმა ინტერპრეტაციამ შესაძლებლობა მოგვცა გაგვესაზღვრა ანომალიის გამომწვევი სხეულების სიღრმე და წოლის ფორმები, რომლებიც საკმაოდ ახლოსაა ამ ტერიტორიაზე გაყვანილი ჭაბურღილების მონაცემებთან.