ka | en
Company Slogan TODO

საუკუნეებრივი გეომაგნიტური ვარიაციის მრუდის აგება საქართველოს ტერიტორიისათვის

ავტორი: გურამ ქუთელია
თანაავტორები: მ. დევიძე
საკვანძო სიტყვები: მანიტური ვარიააციის მრუდი, კავკასია
ანოტაცია:

საუკუნეებრივი გეომაგნიტური ვარიაციის მრუდის აგება საქართველოს ტერიტორიისათვის დღეისათვის არქეომაგნიტური დათარიღების მეთოდი ფართოდ გამოიყენება, როგორც არქეოლოგიური კვლევის ჩვეული ინსტრუმენტი. ის მოიცავს მრავალ მეთოდს მათ შორის ყველაზე ხელსაყრელის შერჩევა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა საკვლევი მასალის რაობა, მდგომარეობა, ასაკი და გაზომვის სიზუსტე. ბოლო ათწლეულის განმავლობაში არქეომაგნეტიზმი ფართოდ გამოიყენება ვულკანური ლავების, არქეოლოგიური ობიექტების დათარიღებისას. მათი აბსოლიტური ასაკის დადგენის შესაძლებლობა ძირითადად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ზუსტადაა შესწავლილია ამ ტერიტორიაზე დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება წარსულში, აგრეთვე რამდენად დეტალური და უტყუარია გეომაგნიტური ვარიაციის მრუდი. კავკასიისა და კერძოდ საქართველოსათვის ასეთი მრუდის ასაგებად საჭიროა ზუსტად დათარიღებულ, დაუზიანებელ, გამომწვარ არქეოლოგიურ ობიექტებსა და ვულკანურ ლავებზე არქეომაგნიტური და პალეომაგნიტური კვლევების ჩატარება.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com