ka | en
Company Slogan TODO

დისტანციური ზონდირება სოფლის მეურნეობაში (მცენარეული საფარის განსხვავების ნორმალიზებული ინდექსი-NDVI)

ავტორი: მარიამ ციცაგი
საკვანძო სიტყვები: მცენარეული საფარის ინდექსები, დისტანციური ზონდირება
ანოტაცია:

ადამიანი დისტანციურ ზონდირებას სოფლის მეურნეობაში ასეულობით წელია იყენებს, აკვირდება და აფასებს სხვადასხვა ფაქტორებისადმი მცენარის მდგრადობას, რათქმა უნდა ეს დაკვირვებები წარმოებდა არა სენსორებით, არამედ თვალით. აღმოჩნდა რომ, დისტანციური ზონდირება ძლიერ ეფექტურია სოფლის მეურნეობაში, გამომდინარე იქიდან რომ, ფოთლის ანარეკლი ცვალებადია ხილულ, უმოკლეს და მოკლეტალღურ ინფრაწითელ სხივებს შორის. მცენარეული საფარის ინდექსები გამოიყენება, როგორც ტერმინი, რომელიც გამოხატავს ტალღების სპექტრის კომბინაციასა და კონკრეტული მცენარის პარამეტრებს შორის კავშირს. ეს ინდექსები იცვლება ტალღების სპექტრის მარტივი პროპორციიდან სხვადასხვა ტალღების სპექტრის და ასევე სხვადასხვა ინდექსების კომბინაციების კომპლექსურ ემპირიულ კავშირებამდე. NDVI არის სტანდარტული ინდექსი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ სურათი, სადაც ასახულია მწვანე საფარი. ეს არის რიცხვითი ინდიკატორი, რომელიც იყენებს ელექტრომაგნიტური სპექტრის ხილულ წითელ და უმოკლეს ინფრაწითელ გამოსხივებას და დისტანციური ზონდირების შედეგად მიღებული აეროკოსმოსური სურათების ანალიზით აფასებს საკვლევი ტერიტორია მოიცავს თუ არა ცოცხალ მწვანე საფარს. მცენარეული საფარის ფენოლოგიური ციკლი შეიძლება განისაზღვროს NDVI-ის დროში ცვალებადობის ანალიზით კოსმოსური სურათების სერიებიდან.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com