ავტორიზაცია
მიწათსარგებლობის კლასიფიკაცია Landsat 8 OLI-ს მონაცემების მიხედვით (მდ. ტანას აუზის მაგალითზე)
ავტორი: მარიამ ციცაგისაკვანძო სიტყვები: დისტანციური ზონდირება, ციფრული სურათების ანალიზი
ანოტაცია:
გარემოპირობების ცვლილება და განსაკუთრებით ის ცვლილებები, რომლებიც ანთრიპოგენური მიზეზითაა განპირობებული, ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად რჩება. დისტანციური ზონდირება არის საშუალება, რომელიც დოკუმენტურად ასახავს ამ ცვლილებებს მათი ამჟამინდელი მონიტორინგისათვის და ქმნის მოდელებს მათი სამომავლო წინასწარმეტყველებისთვის. დისტანციური ზონდირება არის მეცნიერება, ტექნოლოგია და ხელოვნება შორ მანძილზე მყოფი სენსორებიდან, რომლებიც უშუალო ფიზიკურ კონტაქტში არ იმყოფება დასაკვირვებელ საგანთან, ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების შესახებ. დისტანციური ზონდირება მოიცავს დასაკვირვებელი საგნიდან არეკლილი ელექტრომაგნიტური ენერგიის ინტერპრეტაციას. სენსორები აღნიშნულ ელექტრომაგნიტურ რადიაციას იწერს ციფრულ ფორმატში, რომელიც შემდგომში მუშავდება კომპიუტერულად, ანუ დისტანციური ზონდირების შედეგი არის ციფრული სურათი, შემდეგი ნაბიჯი კი არის სურათის ანალიზი და ინტერპრეტაცია, რათა მივიღოთ სასურველი ინფორმაცია სურათიდან. ციფრული სურათების დამუშავების სხვადასხვა მანიპულაციები არსებობს. დისტანციური ზონდირების ეს ფორმა ძირითადად XX საუკუნის 60-იანი წლიბიდან იწყება, როდესაც მკვლევართა მცირე რაოდენობა აანალიზებდა მულტისპექტრული სკანერის ინფორმაციას და აციფრულებდა აეროფოტოსურათებს. წინამდებარე ნაშრომში დისტანციური ზონდირება გამოყენებული იყო, მისი უშუალო შედეგის-ციფრული სურათის ანალიზისათვის. კერძოდ, ერთმანეთს შევადარეთ 1989 და 2014 წელს გადაღებული სურათები, რათა გვენახა რა ცვლილებები განიცადა მიწათსარგებლობამ საკვლევ ტერიტორიაზე 25 წლის განმავლობაში. შესაბამისი ცვლილებების ამსახველი რუკები წარმოდგენილია ნაშრომში და ახსნილია მისი გამომწვევი ზოგიერთი მეზეზიც.