ka | en
Company Slogan TODO

აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ტიპის წყალსაცავის ზოოპლანქტონის თვისობრივი და რაოდენობრივი სტრუქტურის ფორმირების თვისებურებანი

ავტორი: ზელიმხან კერესელიძე
საკვანძო სიტყვები: ზოოპლანქტონი, ჰიდროლოგიური რეჟიმი, ფილტრატორები, ევრიჰალინური ფორმები, აბიოტური და ბიოტური ფაქტორები.
ანოტაცია:

სიონისა და კუმისის წყალსაცავები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ლანდშაფტურ-გეოგრაფიული მდებარეობით, ზომით, გრუნტის ხასიათითა და ფორმით, ჰიდროლოგიური და ჰიდროქიმიური რეჟიმით. ამიტომ ზოოპლანქტონის თვისობრივი შემადგენლობის ფორმირება ამ ორ წყალსატევში ერთგვარი თვისებურებებით ხასიათდება: სიონის წყალსაცავში ჯერ გაიზარდა სახეობების რიცხვი და მერე მკვეთრად შემცირდა; საბოლოოდ გაბატონდა ფილტრატორები. ასეთი ცვლილებები წყლის დონისა და აბიოტური და ბიოტური ფაქტორების მკვეთრი ცვლილებებიტაა განპირობებული. კუმისის წყალსაცავში სახეობების რიცხვი ფორმირების პერიოდში უფრო მკვეთრად შემცირდა და საბოლოოდ მტაცებლები გაბატონდნენ. შემორჩნენ ევრიჰალინური ფორმები. ეს ცვლილებები ძირითადად წყლის მარილიანობისა და ბიოტურიფაქტორების ცვლილებებთანაა დაკავშირებული. წყალსატევებში ზოოპლანქტონის რაოდენობრივი სტრუქტურა წყლის მანძილზე მკვეთრი ცვლილებებით ხასიათდება, რასაც განაპირობებენ: წყლის ჰიდრობიოლოგიური რეჟიმი, ბიოტური ფაქტორები (კვებითი ურთიერთდამოკიდებულება).



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com