ka | en
Company Slogan TODO

საქართველოს სტიქიური პროცესები და ტურიზმი

ავტორი: გიორგი დვალაშვილი
საკვანძო სიტყვები: ტურიზმი, ბუნებრივი კატასტროფები, მეწყერი
ანოტაცია:

მსოფლიოში ქვეყნები და ცალკეული დარგები გარემო-კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე ადაპტაციის რეჟიმში გადადიან. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ქვეყანას სურს ტურიზმის განვითარება, მას გათვალისწინებული უნდა ჰქონდეს სტიქიური პროცესების რისკები და საფრთხეები. შედეგად, თუ რაიმე სტიქიური მოვლენა მოხდა, ქვეყანას შეეძლოს ტურისტებისთვის ალტერნატიული ინფრასტრუქტურის შეთავაზება, სხვა ტურისტულ ობიექტზე გადანაცვლება და მათი ევაკუაცია საჭიროობის შემთხვევაში, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა და ქვეყნიდან მშვიდობიანად გამგზავრება. საქართველოში მომხდარი სხვადასხვა სტიქიური პროცესი ტურისტულ ბიზნესს დიდ პრობლემებს უქმნის. წინასწარ რთულია იმის განსაზღვრა, მთლიანად ჩავარდება თუ არა სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში ტურისტული სეზონი, თუმცა პრობლემები ხშირად მასშტაბურია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს ამ ვითარების გასანეიტრალებლად სერიოზული მუშაობა უწევთ, დიდია მატერიალური ზარალი. ტურიზმის განვითარებაზე 2015 წელს უარყოფითი გავლენა იქონია რამდენიმე სტიქიურმა პროცესმა. აღსანიშნავია თბილისის 13 ივნისის სტიქიური მოვლენა, რომელმაც დიდ ზარალთან ერთად, იმ დროისთვის შეაფერხა ტურისტების ჩამოსვლა რეგიონში. აგრეთვე აღსანიშნავია სხვადასხვა დროს დაფიქსირებული სტიქიური პროცესები: დიდთოვლობა, ქარბუქი, ზვავები მცხეთა-მთიანეთში, წყალდიდობები და წყალმოვარდნები დასავლეთ საქართველოში, ძლიერ შტორმები შავი ზღვის პირეთში, მეწყული მოვლენები მთიან ადგილებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია კახეთის რეგიონში 2015 წლის 21 აგვისტოს მომხდარი სტიქიური პროცესები. ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი დაიმეწყრა, რის გამოც, ავტოსატრანსპორტო მოძრაობა თუშეთიდან ბარისკენ რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლებელი იყო. უამინდობის გამო ომალოდან ტურისტების გადმოყვანა ვერტმფრენით მოხდა, გაუქმდა სახალხო დღესასწაული ომალოში და თუშეთში მოქმედ ათეულობით სასტუმროს გაუქმდა წინასწარი ჯავშანი, ამ მოვლენის შედგად თუშეთის მოსახლეობამ ათასობით ლარი დაკარგა. სტიქური პროცესების მოქმედების დროს ტურისტულ ობიექტებს არ აქვთ სამოქმედო გეგმა შემუშავებული, ზოგიერთ ობიექტზე არ არის სატელეფონო კავშირი, არ ხდება რთული ტურისტული მარშრუტების მონიტორინგი, რთული კატეგორიის მარშრუტების მარკირება. საქართველოში შემოსული ვიზიტორი უნდა ფლობდეს ინფორმაციას სტიქიურად საშიში რეგიონების შესახებ.


მიმაგრებული ფაილები:

Natural Disasters in Georgia and Tourism [en]
საქართველოს სტიქიური პროცესები და ტურიზმი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com