ka | en
Company Slogan TODO

ადამიანის წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიური ქსოვილის მიტოქონდრიული გალაქტოზა-სპეციფიკური ლექტინების გავლენა ჟანგვა-აღდგენით სისტემაზე

ავტორი: ელენე დავითაშვილი
თანაავტორები: ე.დავითაშვილი
საკვანძო სიტყვები: ლექტინები, პროსტატა, მიტოქონდრია, სუნთქვის ჯაჭვი
ანოტაცია:

მიტოქონდრიები უჯრედის უმნიშვნელოვანესი ორგანელებია, რომელთა მემბრანაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები მთელი რიგი დაავადების განვითარების საფუძველს წარმოადგენს. დღეს-დღეობით ეჭვს აღარ ბადებს მოსაზრება, რომ სიმსივნეს ერთ-ერთი რეალური საწყისი მიტოქონდრიების დისფუნქციიდან გამომდინარეობს. მიტოქონდრიების მემბრანაში მიმდინარე სტრუქტურულმა ცვლილებებმა მათ შორის ელექტრონთა სატრანსპორტო ჯაჭვის დაზიანება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს კარცინოგენეზის დროს. ამასთანავე, უჯრედების ტრანსფორმაციის პროცესში მიტოქონდრიებში აღინიშნება რიგი განსხვავებული უჯრედშიდა ნაერთებისა, რომელთა არსებობა ჯანმრთელ უჯრედში არ არის დადგენილი. ფუნქციურად განსხვავებული ცილებიდან ჩვენთვის ინტერესს წარმოადგენდა ენდოგენური ლექტინების შესწავლა. ლექტინები გლიკოკონიუგატების ნახშირწყლებთან შერჩევითად და შექცევადად არაკოვალენტური დაკავშირებით არეგულირებენ მთელ რიგ ბიოქიმიურ პროცესებს. სიმსივნური გადაგვარების პროცესში იკვეთება ასევე სხვადახვა ცვლილებები გლიკოზილირების პროცესში, გლიკოკონიუგატების ნახშირწყლოვანი სპექტრის ცვლილებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნორმალური უჯრედის სიმსივნურ უჯრედად ტრანსფორმაციის პროცესში. ყოველივეს გათვალისწინებით ჩვენი კვლევის მიზანი მდგომარეობდა სემდეგში: 1. ადამიანის წინამდებარე ჯირკვლის სხვდასხვა დიაგნოზის მქონე (ნორმა N, ციტოპროსტატექტომიის ოპერაციით მოპოვებული, კეთილთვისებიანი ჰიპერლაზია BPH, დაბალი ხარისხის ინტრაეპითელური ნეოპლაზია LGPIN, ატიპიური ადენომატოზური ჰიპერპლაზია AAH) პოსტ-ოპერაციული ქსოვილის სუბმიტოქონდრიულ ფრაქციებში ლექტინური აქტივობის მქონე ცილების გამოვლენა, ნახშირწყალ-სპეციფიკურობის შესწავლა და 2. ჯირკვლის ინტრაეპითელური ჰიპერპლაზიისა (LGPIN) და ატიპიური ადენომატოზური ჰიპერპლაზიის (AAH) დიაგნოზის ქსოვილის მიტოქონდრიებიდან გამოყოფილი გალაქტოზა-სპეციფიკური ლექტინების გავლენის შესწავლა მიტოქოდნრიების ჟანგვა-აღდგენით სტატუსზე ინ ვიტრო სისტემაში (მოდელი - საქონლის ღვიძლის ქსოვილიდან გამოყოფილი მიტოქონდრიები). მიტოქონდრიების ჟანგვა აღდგენითი სტატუსი ფასდებოდა ციტოქრომ- C- ოქსიდაზას სპილენძისა და ციტოქრომ a+a3 ჟანგვა-აღდგენითი ცვლილებების შესაბამისად. მიტოქონდრიულ ფრაქციას გამოვყოფდით დიფერენციალური ცენტრიფუგირებით, სუბმიტოქონდრიულ ფრაქციებს ვიღებდით ვისკრებენცევას [ ] მიხედვით. რედოქს-სტატუსის შესწავლისას [Sharpe et al., 1998] საინკუბაციო არე (3 მლ) შეიცავდა: საქონლის ღვიძლის უჯრედების სუსპენზიას, ბუფერს (300 mM საქაროზა, 5 mM ტრისი, 5 mM KH2PO4, 0,2 mM სუქცინატს, 0,2 mM EDTA, 0,1 % BSA, pH. 7,4), მიტოქონდრიული გალაქტოზა-სპეციფიკური ლექტინის ხსნარს. გაზომვა მიმდინარეობდა თერმოსტატირებულ კიუვეტაში (15 წ, 30 და 60 წ) ორარხიანი ორმაგტალღიანი სპექტროფოტომეტრით (Specord, Germany). ლექტინების გავლენას ციტოქრომული კომპლექსის (ციტოქრომ-C-ოქსიდაზა და ციტოქრომ A-ს (a+a3) ) რედოქს მდგომარეობაზე განისაზღვრებოდა ამ ცილებში შემავალი აქტიური სპილენძისა და ჰემის დაჟანგვის ხარისხის ანალიზით. კონტროლად ვიყენებდით საქონლის ღვიძლის უჯრედებიდან გამოყოფილ მიტოქონდრიებს. kvlevis Sedegad mitoqondriebis subfraqciebSi gare membranaSi, Sida membranaSi და მატრიქსში გამოვლენილ იქნა ლექტინური ბუნების ცილები, არც-ერთ დიაგნოზში არ იყო გამოვლენილი ლექტინური აქტივობა membranaTaSoris sivrceSi. mitoplastebSi) ციტოქრომების რედოხს სტატუსის შესწავლისას ორივე დიაგნოზის მქონე ქსოვილიდან გამოყოფილი ლექტინები ავლენდნენ დროზე-დამოკიდებულ სარწმუნო ცვლილებას. სარწმუნო შემცირება ინკუბაციის მე-15 წ-ზე საწყის წერტილთან (1 წ) შედარებით (LGPIN - T=5.60, P=0.003; AAH T=5.15 P=0.001). ხოლო ინკიბაციიდან 30 წ შემდეგ LGPIN დიაგნოზის მიტოქონდრიებიდან გამოყოფილი ლექტინის მოქმედებით Cu-ს ჟანგვა-აღდგენითი მდგომარეობა აღდგებოდა და საწყის მდგომარეობას უბრუნდებოდა (T=0.72, P=0.502), AAH-ის დიაგნოზის ლექტინის გავლენით კი ჟანგვა-აღდგენითი მდგომარეობა კვლავ დაბალი რჩებოდა (T=3.81, P=0.004). ციტოქრომ a+a3 -ის რედოქს სტატუსი საწყის წერტილთან შედარებით (1 წ) ინკუბაციის მე-15 წ-ზე სარწმუნოდ მ,ცირდება ორივე ლექტინიოს თანაობისას (LGPIN - T=6.51 P=0.001; AAH T=4.53 P=0.006) ცვლილება. ასევე სარწმუნოდ დაბალი რჩებოდა 30 წ ინკუბაციისას (LGPIN -T =8.94 P=0.001 DF=5; AAH - T=3.65 P=0.015 DF=5). აღსანიშნავია, რომ ინკუბაციიდან 60 წ შემდეგ ლექტინების მოქმედება განსხვავდებოდა, LGPIN ქსოვილის ლექტინის გავლენით ციტოქრომ a+a3 -ის ჟანგვა-აღდგენითი მდგომარეობა იზრდებოდა და უბრუნდებოდა საწყის მაჩვენებელს (1 წ),მაშინ როცა AAH ლექტინის მოქმედებით ჟანგვა-აღდგენითი მდგომარეობა კვლავ სარწმუნოდ დაბალი რჩე.ბოდა (T=4.63 P=0.006). საინკუბაციო არეში გალაქტოზას შეტანისას ლექტინის ეფექტი ქრებოდა. სავარაუდოა, რომ ლექტინების მიერ ელექტრონების ტრანსპორტის შეფერხებას იწვევს ჟანგბადის რეაქტიული ფორმების მომატებას, ეს კი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს უჯრედის ნეოპლაზიური ზრდის ინიცირებისათვის. ასევე სავარაუდოა, რომ გალაქტოზა-სპეციფიკური ლექტინების გამონთავისუფლება დაზიანებული მიტოქონდრიიდან ზრდის პროსტატას ქსოვილის ტრანსფორმაციის უნარს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com