ka | en
ავტორიზაცია
ფოროვანი დრეკადი და ბლანტ–დრეკადი კელვინ–ფოიგტის პრიზმული გარსების იერარქიული მოდელები
ავტორი: გიორგი ჯაიანისაკვანძო სიტყვები: იერარქიული მოდელები, პრიზმული გარსები, ფოროვანი დრეკადი და ბლანტ–დრეკადი კელვინ–ფოიგტის მასალები
ანოტაცია:
მოხსენება ეძღვნება პრიზმული გარსების იერარქიული მოდელების აგებას ფოროვანი დრეკადი და ბლანტ–დრეკადი კელვინ–ფოიგტის მასალების წრფივი თეორიის საფუძველზე. გამოყვანილია მმართველი სისტემები. თუ განვიხილავთ მუდმივი სისქის ფირფიტას, N=0 მიახლოებაში მმართველი სისტემები მათემატიკურად ემთხვევა შესაბამისი წრფივი თეორიების ბრტყელი დეფორმაციის მმართველ სისტემებს, რომელსაც ჩვენ შემთხვევებში ემატება დამოუკიდებელი განტოლება სისქის გასწვრივ გადაადგილების მიმართ. მითითებულია სასაზღვრო და საწყის–სასაზღვრო ამოცანების გამოკვლევის გზები, წამახვილებული პრიზმული გარსების შემთხვევის ჩათვლით, და მოყვანილია ზოგიერთი წინასწარი შედეგი.
მიმაგრებული ფაილები:
HIERARCHICAL MODELS FOR POROUS ELASTIC AND VISCOELASTIC KELVIN-VOIGT PRISMATIC SHELLS [en]ფოროვანი დრეკადი და ბლანტ–დრეკადი კელვინ–ფოიგტის პრიზმული გარსების იერარქიული მოდელები [ka]