ავტორიზაცია
ზოგიერთი ლოკალური მეტეოროლოგიური პროცესების მათემატიკური მოდელირება საქართველოს ტერიტორიაზე
ავტორი: ინგა სამხარაძეთანაავტორები: თეიმურაზ დავითაშვილი
საკვანძო სიტყვები: მათემატიკური მოდელირება, მეტეოროლოგიური პროცესები, ოროგრაფია
ანოტაცია:
ქარის რეჟიმის შესწავლას, განსაკუთრებით მთა-გორიან რეგიონებისათვის, დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, გამომდინარე თუნდაც მისი პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით. ნაშრომში მიღებულია ქარის ვერტიკალური სიჩქარის განსაზღვრელი ახალი ფორმულა, რომელშიც ფიგურირებს ოროგრაფიის გავლენის ამსახველი დამატებითი ახალი წევრი. ასევე ახალია „ტეხილის“ მეთოდის გამოყენება ქარის სიჩქარის განსაზღვრისათვის იმერეთის რეგიონში - წყალტუბო, ქუთაისი, ზესტაფონის მონაკვეთი. დედამიწის ატმოსფეროში, ხშირად დაიკვირვება, მცირე ტერიტორიაზე განვითარებული არაპერიოდული არაორდინალური ისეთი ატმოსფერული პროცესები როგორიცაა: ქარბორბალა, მიკრორელიეფური ადგილობრივი ქარები და ატმოსფეროს მიწისპირა ფენაში წარმოშობილი სხვადასხვა ბუნების აღმავალი დინებები. სტატიაში მოყვანილია აღნიშნული მოვლენების ახსნა ჰიდროთერმოდინამიკის კანონების საფუძველზე. დამტკიცებულია, რომ ქარის გრიგალურ ველში წნევა იზრდება რელიეფის სიმაღლის პროპორციულად და იმ კუთხის ზრდით, რომელსაც ნაკადის ბრუნვის ღერძი ადგენს ვერტიკალურ მიმართულებასთან. აგრეთვე ჰიდროთერმოდინამიკური მეთოდების დახმარებით შეისწავლება სუსტი აერო-ჰიდრო დინებების თავისებურებები მცირე დახრილობის მქონე არხებში. ნაჩვენებია ,რომ დინების სიჩქარე და სიმძლავრე უკუპროპორციულია არხის რელიეფის მახასიათებელი სიდიდის კვადრატისა.
მიმაგრებული ფაილები:
On mathematical modeling of some local meteorological processes above the territory of Georgia [en]ზოგიერთი ლოკალური მეტეოროლოგიური პროცესების მათემატიკური მოდელირება საქართველოს ტერიტორიაზე [ka]