ავტორიზაცია
სიმსივნური უჯრედების RNAP-I სპეციფიური ინჰიბიტორის CX5461 ეფექტი რიბოსომული გენების ტრანსკრიფციისა და rRNA პროცესინგის ბირთვაკულ ფაქტორებზე (UBF, Fibrillarin, B23)
ავტორი: პავლე ჭელიძეთანაავტორები: ნ. ლალანი, კ. ტერანი და დ. პლოტონი
საკვანძო სიტყვები: სიმსივნური უჯრედი, ბირთვაკი, ანტისიმსივნური ნაერთები
ანოტაცია:
2015 წელს ჩატარებული იქნა ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნათ ისახავდა, ახალი, უაღრესად პერსპეკტიული ანტისიმსივნური პრეპარატის CX5461 ეფექტის შესცავლას რიბოსომული გენების ტრანსკრიფციის და რიბოსომული რნმ პროცესინგის უჯრედულ საიტებზე. ეს არის კვლევის საწყისი ეტაპი რომლის გაგრძელება იგეგმება 2016 წლის თებერვალში. დიდი ინტერესი ამ პრეპარატისადმი მდგომარეობს მის განსაკუთრებულ სპეციფიურობაში სიმსივნური უჯრედებისადმი. კერძოდ ის თრგუნავს რნმ-პოლიმერაზა I აქტიობას მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებში, ამავე დროს ნორმალურ უჯრედებზე მისი მოქმედება არ ვრცელდება. შესაბამისად ამ პრეპარატის კლინიკური გამოყენებისას მაღალი ეფექტურობა ეჭვს არ იწვევს. საწყის ეტაპზე შესწავლილი იყო CX5461 ეფექტი რიბოსომული გენების ტრანსკრიპციის და რიბოსომული რნმ პროცესსინგის ბირთვაკულ ფაქტორებზე. ამისთვის ვსწავლობდით ცილოვანი ფაქტორების UBF, Fibrillarin-ის და B23-ის 3D რეორგანიზაციას და 4D დინამიკა სიმსივნური უჯრედების ბირთვებში (გამოიყენებოდა უჯრედული ხაზი He-La). აღსანიშნავია, რომ CX5461 გამოწვეული ამ ცილების 3D რეორგანიზაცია და 4D დინამიკა უჯრედის ბირთვში განსხვავდება სხვა ინჰიბიტორებით ინდუცირებულ ცვლილებებისაგან (მაგალითად, კველაზე კარგად შესწავლილი და კლინიკურად ფართოდ გამოყენებადი რნმ პოლიმერაზა I ინჰიბიტორი აქტინომიცინ D). ეს განსაკუთრებით აშკარაა როდესაც ვაკვირდებოდით Fibrillarin-ის ქცევას. გარდა ამისა დღე-ღამურ ექსპერიმენტებში დადგინდა CX5461, იგივე აქტინომიცინთან შედარებით, უფრო დაბალი ციტოტოქსიურობა.
მიმაგრებული ფაილები:
Tchelidze 2016 GEO [ka]Tchelidze 2016 ENG [en]