ავტორიზაცია
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის საზღვრების დელიმიტაცია
ავტორი: დავით სვაანძესაკვანძო სიტყვები: საზღვარი, კადასტრი, დელიმიტაცია
ანოტაცია:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ოფიციალურად შეიქმნა 1995 წ. მოიცავს საქართველოს 6 მუნიციპალიტეტს. ფართობის მიხდევით იგი ევროპის ერთერთი უდიდესი პარკია და მოიცავს ქვეყნის ტერიტორიის 1% მეტს. აღსანიშნავია რომ პარკის შექმნისას მისი საზღვრების დადგენისათვის გამოყენებული იქნა 1:50 000 მასშტაბის ზოგადგეოგრაფიული და 1:25 000 ტყეთმოწყობის გეგმები. აღნიშნულ რუკებზე მოხდა კოორდიანტების განსაზღვრა და ეს კოორდიანტები გაიწერა კანონში. 2007 წლის 1 იანვრიდან, საჯარო რეესტრის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, რომლიც სავალდებულოს ხდიდა მიწის ნაკვეთების უფლების დამადასტრუებელი დოკუმენტაციის (მიწის კადასტრი) ელექტრონულ - გეოინფორმაციულ სისტემებში წარმოებას, პარკის მომიჯნავედ მცხოვრებ მოსახლეობას შეექმნა იურიდიული ტიპის გადაულახავი პრობლემები და ვერ ახერხებდნენ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით სრულფასოვან სარგებლობას. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდა მომხდარიყო აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება და ეროვნული პარკების საზღვრების დელიმიტაცია. ბორჯომს-ხარაგაული ეროვნული პარკი მოიცავს საკუთრივ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, ბორჯომის და ნეძვის აღკვეთილებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საველე გეოდეზიური აპარატურის გამოყენებით (დიფერენციალური GPS და ელექტრონული ტახიომეტრი) პარკის საზღვრის პერიმეტრზე მოხდა საზღვრის სადელიმიტაციო სამუშაოები. პარკის მთლიანი პერიმეტრი შეადგენს 506 კმ. საზღვრის გატარებისას საველე აზომვითი სამუშაოების წარმოებისას გამოყენებული იქნა ორი მთავარი ძირითადი მიმართულება ა) მოხდა პარკის საზღვრის გამიჯნვა დასახლებული და ეროვნული პარკის სტატუსი შეუსაბამო ტერიტორიიდა ბ) პარკის საზღვრების გატარება მოხდა გეგორაფიული პრინციპების დავცით (საზღვრებმა გაიარა ქედის თხემურ ნაწილზე, მდინარეზე სხვა ბუნებრივ გეგორაფიულ ობიექტებზე) მასალების კამერალური დამუშავება მიმდინარეობდა გეოსაინფორმაციო პროგრამა ArcGIS და გრაფიკული დამუშავება Adobe Illustrator-ში. საბოლოო პროდუქტის სახით მიღებული იქნა 1:25 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული ქართულენოვანი რუკა და გეოინფორმაციული სისტემა.
მიმაგრებული ფაილები:
Delimitation-demarcation of the borders of Borjomi-Kharagauli National Park [en]ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია [ka]