ka | en
Company Slogan TODO

ი. ვეკუას მეთოდის გამოყენების შესახებ გეომეტრიულად არაწრფივი სფერული გარსებისათვის

ავტორი: ბაკურ გულუა
საკვანძო სიტყვები: სფერული გარსები, მცირე პარამეტრის მეთოდი, ი. ვეკუას მეთოდი
ანოტაცია:

როგორც ცნობილია, დამრეცი გარსების დაზუსტებული თეორიის ასაგებად ი. ვეკუას მიერ დამუშავებული იყო დრეკადობის წრფივი თეორიის წონასწორობის განტოლებათა რედუქციის მეთოდი, რომელიც ლიტერატურაში ვეკუას მეთოდის სახელით დამკვიდრდა. შემდგომში აღნიშნული მეთოდი განზოგადებულ იქნა თ. მეუნარგიას მიერ არადამრეცი გარსებისათვის გეომეტრიულად და ფიზიკურად არაწრფივი თეორიის შემთხვევაში. მოცემულ მოხსენებაში ი. ვეკუას მეთოდი გამოყენებულია დამრეცი სფერული გარსებისათვის წონასწორობის ძირითად განტოლებათა მისაღებად გეომეტრიულად არაწრფივი თეორიის შემთხვევაში. მცირე პარამეტრისა და კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის მეთოდების გამოყენებით აგებულია მიღებული განტოლებათა სისტემის ზოგადი ამონახსნი. ამოხსნილია ზოგიერთი კონკრეტული სასაზღვრო ამოცანა.


მიმაგრებული ფაილები:

ი. ვეკუას მეთოდის გამოყენების შესახებ გეომეტრიულად არაწრფივი სფერული გარსებისათვის [ka]
ON THE APPLICATION OF I. VEKUA'S METHOD FOR THE GEOMETRICALLY NONLINEAR SPHERICAL SHELLS [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com