ka | en
ავტორიზაცია
ჰიდროქიმიური და იზოტოპური მეთოდების გამოყენება, ბორჯომის რაიონის სასმელი წყლის რესურსების შესაძლო დაბინძურების შესაფასებლად
ავტორი: სოფიო ვეფხვაძეანოტაცია:
ბორჯომის რაიონი განთქმულია თავისი მინერალური წყლებით, რომლებიც ექსპორტირებულია ათეულობით ქვეყანაში და შეადგენს საქართველოს ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს.ამავდროულად, ტერიტორიას კვეთს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობის მილსადენი, რომლის დაზიანებით გამოწვეული ნავთობის დაღვრის შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები შეექმნება ქალაქ ბორჯომის სასმელი წყლის რესურსებს. ნაშრომში განხილულია კვლევის შედეგები, რომლებიც ნათელს ფენენ ურთიერთდამოკიდებულებას ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებს შორის და მათი ნავთობით დაბინძურების შესაძლებლობას.