ka | en
Company Slogan TODO

ინდოლო[7,6-g]ინდოლისა და ბენზო[e]პიროლო[3,2-g]ინდოლის ახალი ბენზიმიდაზოლილ ნაწარმების სინთეზი

ავტორი: მარინა ტრაპაიძე
თანაავტორები: ანა გურგენიძე, შოთა სამსონია
საკვანძო სიტყვები: ინდოლოინდოლი, ბენზოპიროლოინდოლი, ბენზიმიდაზოლი, კონდენსაცია, ციკლიზაცია
ანოტაცია:

ინდოლო[7,6-g]ინდოლისა და ბენზო[e]პიროლო[3,2-g]ინდოლის ახალი ბენზიმიდაზოლილნაწარმების სინთეზი მარინა ტრაპაიძე ანა გურგენიძე, შოთა სამსონია marina.trapaidze@tsu.ge ქიმიის დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, ი. ჭავჭავაძის პრ. 3, 0179, II კორპუსი შესწავლილია 3–ფორმილ–, 3,6–დიფორმილინდოლო[7,6–g]ინდოლისა და 2,9–დიკარ¬ბო¬ქსიბენზო[e]პიროლო[3,2-g]ინდოლის ურთიერთქმედების რეაქციები ორთოფე-ნილენ¬დია¬მინ¬თან. რეაქციების ოპტიმალური პირობების დასადგენად კონდენსაციისა და ერთ¬დრო¬ული ციკლიზაციის პროცესები ჩატარებულ იქნა სხვადასხვა კატალიზატორების გამო¬ყენე¬ბით. მოსიჯული იქნა მაციკლიზებელი აგენტები - ყინულოვანი ძმარმჟავა, პოლიფოს¬ფორ¬მჟა¬ვა და ფოსფორის ქლორჟანგი. გამოყოფილი და დახასიათებულია 3-(ბენზიმიდაზოლ-2-ილ)- და 3,8-ბის((ბენზიმიდაზოლ-2-ილ)-1H,6H-ინდოლო[7,6-g]ინდოლი, ასევე 2,9-ბის(ბენზ¬იმი¬დაზოლ-2-ილ)-ბენზო[e]¬პი¬რო¬ლო¬[3,2-g]¬¬ინდოლი. მიღებული ახალი ნივთიერებების აგებულება დამტკიცებულია იწ, უი, ბმრ-1H სპექტრების მონაცემებით. ამრიგად, შექმნილია ახალი მრავალბირთვიანი პოლიჰეტეროციკლური სისტემები, რომელებიც საინტერესო იქნება როგორც ქიმიური თვალსაზრისით –ერთ მოლეკულაში სხვადასხვა ჰეტეროციკლის ურთიერთგავლენის შესასწავლად, ასევე მოსალოდნელი ბიოლოგიური აქტიურობის გამოსაკვლევად. ლიტერატურა [1] Sh. A. Samsoniya, M. V. Trapaidze, L. N. Kurkovskaya, Dzh. A. Kereselidze and N. N. Suvorov. Chemistry of Heterocyclic Compounds, 1980, vol. 16, № 11, 1139-1146. [2] Sh. A. Samsonia, M. V. Trapaidze, N. A. Kuprashvili, A. M. Kolesnikov and N. N. Suvorov. Chemistry of Heterocyclic Compounds. 1985, vol. 21, № 9, 1016-1018.


მიმაგრებული ფაილები:

marina-trapaidze-eng.pdf [en]
მარინა-ტრაპაიძე-geo.pdf [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com