ka | en
Company Slogan TODO

ჯავახეთის ვულკანური ზეგნის ნეოტექტონიკა

ავტორი: ალექსანდრე გვენცაძე
საკვანძო სიტყვები: ვულკანიტები, ლავები, ნეოტექტონიკა, პლიოცენი, ტექტონიკა
ანოტაცია:

ანოტაცია. საკვლევი ობიექტი განლაგებულია ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე და წარმოდგენილია ინტენსიურად დეფორმირებული ვულკანიტებისაგან (სოფ. კამარლოს დასავლეთით). ის ზედა მიოცენურ-ქვედა პლიოცენური გოდერძის წყების ანალოგია. ამ ლავების დანაოჭება განვითარების გვიან ნეოგენურ ეტაპზე რეგიონის ტექტონიკურ აქტივობაზე მიუთითებს. განსაკუთრებით დაწვრილნაოჭებულია კამარლოს ლავები შუაეოცენურ ქანებთან კონტაქტში. ნაოჭები მიეკუთვნება რღვევებთან დაკავშირებულ ნაოჭთა ტიპს. კონტაქტი ტექტონიკურია და ე.წ. დმანისის სეისმოაქტიურ რღვევას უკავშირდება. უარყოფილია ინტერპრეტაცია ამ ლავების დანაოჭების დინებითი ბუნების შესახებ. სეისმოლოგიურმა და სეისმოტექტონიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჯავახეთისა და დმანისის რღვევები თავიანთი მექანიზმით მიეკუთვნება მარჯვენა ნაწევს. მიწისძვრების სიღრმეების განაწილების შესწავლამ მაგნიტუდების (M≥4) მიხედვით გვიჩვენა, რომ ძირითადად მიწისძვრის სიღრმეები იცვლება 8 დან 15 კმ მდე. ჰორიზონტულად მოქმედი მაქსიმალური დაძაბულობის ძირითადადი მიმართულება ჩრდილოურ-სამხრეთულია, რაც განპირობებულია ამავე მიმართულებით მოქმედი რეგიონალური კუმშვითი დაძაბულობით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com