ka | en
Company Slogan TODO

დედამიწის მანტიის საიდუმლოება-მითები, რეალობა

ავტორი: ცეცილია დონაძე
საკვანძო სიტყვები: რინგვუდიტი, მანტია, ალმასი, მანტიის ოკეანე
ანოტაცია:

უცხოურ ლიტერატურაში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გამოქვეყნდა მოსაზრება მანტიაში წყლის დიდი რაოდენობით არსებობის შესახებ, დაახლოებით 20 მილიარდი კუბ.კმ. მხოლოდ დღესდღეობით დადგინდა,რომ ეს ჰიპოთეზა სინამდვილეს შეესაბამება. ამერიკელი მკვლევრები, კერძოდ მათი ჯგუფი მაიკლ ვაისეშინის ხელმძღვანელობით ( სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტის სეისმოლოგი ასოც. პროფესორი), ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი ხნის წინ ამტკიცებდნენ, რომ დედამიწის სიღრმეში მიწისქვეშა ოკეანეები არსებობს. ისინი ეყრდნობიან ჩვენი პლანეტის სხვადასხვა რეგიონში აღებული დაახლოებით 600 000 სეისმოგრამის მონაცემებს, რის მიხედვითაც დადგინდა,რომ მოცულობითი სეისმური გასწვრივი (P) ტალღის სიჩქარე ძლიერ შემცირდა გარკვეულ სიღრმეზე მანტიაში. აღნიშნულმა აღმოჩენამ საერთოდ შეცვალა ჩვენი წარმოდგენა პლანეტის აგებულებაზე - აღნიშნავს მეცნიერი სტივ ჯეიკობსენი. ასეთი თვისება ზემოაღნიშნულ ტალღებს, წყალშემცველ ფენაში გასვლისას ახასიათებს. მონაცემების საფუძველზე მაიკლ ვაისეშინი ადასტურებს მოსაზრებას, რომ ყოველ შემთხვევაში, დედამიწის ორი დიდი- რეგიონის ევრაზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის კონტინენტების ქვეშ განთავსებულია ვეება წყალსაცავები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com