ავტორიზაცია
მრავალ-მასშტაბიანი სტრუქტურების მექანიზმები მკვრივ გადაგვარებულ ასტროფიზიკურ პლაზმებში
ავტორი: ნანა შათაშვილითანაავტორები: ს.მ. მაჰაჯანი, ვ.ი. ბერეჟიანი
საკვანძო სიტყვები: ვარსკვლავები, წონასწორული სტრუქტურები, მკვრივი გადაგვარებული პლაზმა
ანოტაცია:
ნაჩვენებია, რომ მრავალ-მასშტაბური წონასწორული სტრუქტურების ფორმირება მკვრივ გადაგვარებულ პლაზმებში, რომლებიც ხშირად გვხდება ასტროფიზიკურ პირობებში, შესაძლებელია ორი კონკრეტული გზით. ე-პ-ი პლაზმის (რომელიც შეიცავს გადაგვარებულ ელექტრონებსა და პოზიტრონებს მოძრავი კლასიკური იონების მცირე მინარევით) თეორიული ანალიზის შედეგად ვაჩვენეთ ახალი მაკრო მასშტაბის Lmacro ფორმირება (ეს უკანასკნელი კონტროლდება იონების კონცენტრაციით). ძირითადი ე-პ კომპონენტების ეფექტური ინერციის (გაზრდილი ტემპერატურით და გადაგვარებით) გამო იზრდება (ძალიან იზრდება) ეფექტური სკინ-სიგრძეები სტანდარტულ სკინ-სიგრძესთან შედარებით. ამ შუალედური და მაკრო მასშტაბების აღმოცენება მნიშვნელოვნად ამდიდრებს სტრუქტურების ფორმირების პროცესს, და აფართოებს ენერგიის გარდაქმნის არხებს. შესწავლილია ამ მექანიზმით გამოწვეული დიდ-მასშტაბიანი სტრუქტურების არსებობის შესაძლებლობა ასტროფიზიკურ ობიექტებში გადაგვარებული პლაზმებით. ამ კვლევაში მიღებული შედეგები მიანიშნებენ იმისკენ, რომ, მაგალითად, როდესაც ვარსკვლავი იკუმშება მისი გარე შრეები ინარჩუნებენ მრავალ-მასშტაბიან ხასიათს, თუმცა სტრუქტურებში სიმკვრივე უკვე განისაზღვრება მსუბუქი კომპონენტების გადაგვარების წნევით, როგორც ნაჩვენებია [1]-ში.
მიმაგრებული ფაილები:
მრავალ-მასშტაბიანი სტრუქტურების მექანიზმები [ka]Mechanisms for Multi-Scale Structures [en]