ka | en
Company Slogan TODO

პოტენციალთა მეთოდი ბლანტი დრეკადობის მიკროპოლარულ თეორიაში

ავტორი: მაია სვანაძე
საკვანძო სიტყვები: პოტენციალთა მეთოდი, ბლანტი დრეკადობის მიკროპოლარული თეორია
ანოტაცია:

მოხსენებაში განხილულია ბლანტი დრეკადობის მიკროპოლარული წრფივი თეორია. ელემენტარული ფუნქციების საშუალებით აგებულია მდგრადი რხევის განტოლებათა სისტემის ფუნდამენტური ამონახსნი და დადგენილია მისი ძირითადი თვისებები. მიღებულია გრინის ფორმულები და რეგულარული ვექტორისა და კლასიკური ამონახსნის სომილიანას ტიპის ინტეგრალური წარმოდგენები. დამტკიცებულია მდგრადი რხევის შიგა და გარე სასაზღვრო ამოცანების ერთადერთობის თეორემები. მოყვანილია ზედაპირული და მოცულობითი პოტენციალების ძირითადი თვისებები. ბოლოს, პოტენციალთა მეთოდისა და სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიის გამოყენებით დამტკიცებულია აღნიშნული ამოცანების კლასიკური ამონახსნების არსებობის თეორემები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com