ka | en
ავტორიზაცია
ტერნარულ სტაციონარულ შემთხვევით გარემოში ერთი კლასის სასრული სტოქასტური ავტომატის ასიმპტოტური თვისებების შესახებ
ავტორი: ტარიელ ხვედელიძესაკვანძო სიტყვები: სასრული ავტომატი, სტაციონარული შემთხვევითი გარემო, ქცევის ალგორითმი, მარკოვის ჯაჭვი, საკუთრივი რიცხვები.
ანოტაცია:
განიხილება ერთი კლასის სასრული სტოქასტური ავტომატის ქცევის ალგორითმი სამი შესაძლებელი რეაქციის (მოგება, წაგება, ინდიფერენტულობა) მქონე სტაციონარულ შემთხვევით გარემოში. გამოკვლეულია შემთხვევით გარემოში ავტომატის ფუნქციონირების აღმწერი მარკოვის ჯაჭვის საკუთრივი მნიშვნელობების არსებობის საკითხი, რომელიც მოდულით მიისწრაფის 1-კენ ავტომატის მეხსიერების უსასრულო ზრდის შემთხვევაში. დამტკიცებულია მისი ერთადერთობა და შეფასებულია კრებადობის სიჩქარე.