ka | en
Company Slogan TODO

ალექსანდრე ასლანიკაშვილის რამდენიმე რუკის შესახებ

ავტორი: დალი ნიკოლაიშვილი
საკვანძო სიტყვები: ალექსანდრე ასლანიკაშვილი, კარტოგრაფია, რუკა
ანოტაცია:

ალ. ასლანიკაშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის კარტოგრაფიის თეორიისა და რუკათშექმნის საკითხების მეთოდოლოგიური საკითხების შემუშავებაში. მან საფუძველი ჩაუყარა მეტა¬კარტოგრაფიულ კონცეფციასა და კარტოსემიოტიკის მეცნიერულ საფუძვლებს. ამ ნაშრომებს დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა და ისინი თარგმნილია სხვადასხვა ენაზე. ალ. ასლანიკაშვილმა შეადგინა მრავალი სხვა რუკა და რედაქტორობა გაუწია მრავალ კარტოგრაფიულ ნაწარმოებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ალ. ასლანიკაშვილის დამსახურება „საქართველოს სსრ ატლასის“ [თბილისი-მოსკოვი, 1964] შექმნასა და გამოცემაში. ალ. ჯავახიშვილთან ერთად, მან დაამუშავა საქართველოს ატლასის პროექტი. ატლასში მისი ავტორობით 22 რუკაა ჩართული. მათ შორის შეიძლება დასახელდეს 1,500,000 და 2,500,000 მასშტაბში შედგენილი საქართველოს რუკები: მოსახლეობის აღწერა და ეროვნული შემადგენლობა (1959 წლის აღწერით), მიწის ფონდი, წყალთა მეურნეობა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიური რუკა და სხვ. ცალკე აღნიშვნის ღირსია მის მიერ შედგენილი (თანაავტორბით) ისტორიული შინაარსის რუკები. ატლასში ასეთი 3 რუკაა ჩართული: - ასლანიკაშვილი ალ., ბერძნიშვილი მ., შოშიაშვილი ნ. საქართველოს სახელმწიფო XIII საუკუნის დამდეგს. მასშტაბი 1:2,500,000; - ასლანიკაშვილი ალ., დუმბაძე მ., მესხია შ. საქართველოს XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. მასშტაბი 1:2,500,000; - ანთაძე კ., ასლანიკაშვილი ალ., ანთელავა ი. საქართველოს ტერიტორია რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ დაყოფაში XIX ს. ბოლოს. გარდა აღნიშნულისა, ალ. ასლნიკაშვილის თანაავტორობით კიდევ 2 რუკაა გამოცემული: - საქართველო, 1914 წ. დაბეჭდილია ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში, 1981; - გურჯისტანის ვილაიეთის რუკა (მასშტაბი 1:300,000) [1953; 1956]. ზემოთ ჩამოთვლილი რუკების კარტომეტრიულ-გეოგრაფიული ანალიზი შესაძლებლობას გვაძლევს დავადგინოთ საქართველოსა და მისი მოსაზღვრე ტერიტორიებისათვის დადგინდეს ისტორიული ცვლილებები: - სახელმწიფო საზღვრების; - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის; - ტოპონიმების; - დემოგრაფიული ვითარების.


მიმაგრებული ფაილები:

ალექსანდრე ასლანიკაშვილის რამდენიმე რუკის შესახებ [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com