ავტორიზაცია
ინდოლის წარმოებულების სინთეზი
ავტორი: იოსებ ჩიკვაიძეთანაავტორები: -
საკვანძო სიტყვები: ინდოლი, ბის-ინდოლი, გრამინი
ანოტაცია:
სინთეზირებულია გრამინის მონო- და ბის-ანალოგები: 2–ეთოქსიკარბონილინდოლის ბენზოლის ბირთვში და მე-3 მდგომარეობაში ჩანაცვლებული წარმოებულები, 3-დიმეთილამინომეთილ-2–ეთოქსიკარბონილ-ინდოლი, 2,2’–დიეთოქსიკარბონილ-ბის(5-ინდოლილ)მეთანის და 2,2’–დიეთოქსიკარბონილ-ბის(5-ინდო-ლილ)სულფონის 3,3’-ბის-დიმეთილამინომეთილნაწარმები, 3-ციანომეთილ-2–ეთოქსიკარბონილინდოლი, 2,2’–დიეთოქსიკარბონილ-ბის(5-ინდოლილ)მეთანის და 2,2’–დიეთოქსიკარბონილ-ბის(5-ინდოლილ)სულ-ფონის 3,3’-ბის-ციანომეთილნაწარმები, 4-, 5- და 6-ნიტრო-2–ეთოქსიკარბონილინდოლები, შესაბამისი ამინები; 2-ფენილინდოლის ნაწარმები; 3-ციანომეთილ-2–ეთოქსიკარბონილინდოლი და 3,3’-ბის-ციანომეთილ-ბის-ინდოლები მიღებულია ახალი ფლუორესცენტული მარკერებისა და ზონდების აღმოჩენის მიზნით, რომლებიც წარმატებით გამოიყენება ბიოლოგიური სისტემებისა და მათი ცალკეული კომპონენტების ვიზუალიზაციისათვის ონკოქირურგიაში, ფლუორესცენტულ მიკროსკოპიულ ანალიზში. გერმანიის ქ. ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის კლინიკაში გამოცდილ იქნა ჩვენ მიერ სინთეზირებული 14 ნაერთი. გამოცდებმა დაადასტურა არჩეული მიმართულების პერსპექტიულობა