ka | en
Company Slogan TODO

ზონალური სტრუქტურების გენერაციის მოდელირება არაერთგვაროვან იონოსფერულ დინებებში და თანამგზავრული მონაცემების რეკურენტული ანალიზი

ავტორი: ოლეგ ხარშილაძე
თანაავტორები: ხ. ჩარგაზია
საკვანძო სიტყვები: ზონალური დინებები, სატელიტური მონაცემები, რეკურენტული დიაგრამა
ანოტაცია:

დედამიწის ახლომდებარე კოსმოსური გარემო (იონოსფერო, მაგნიტოსფერო) ხასიათდება რთული დინამიკით და ასეთი პროცესემის მოდელირებისათვის, განსაკუთრებით გარედან არასტაციონალური (დარტყმითი) ზემოქმედების პირობებში მნიშვნელოვანია დინამიკის დეტერმინირებული და სტოქასტური ნაწილების შეფასება, როგორც დიდმასშტაბიანი ტალღური სტრუქტურების, ასევე ფრაქტალური ბუნების სტრუქტურების გენერაციის შესაძლებლობის გამოკვლევა. ნაშრომში მიღებული ექსპერიმენტალური მონაცემების დამუშავების და მათი ფიზიკური და თეორიული ინტერპრეტაციის მიზნით შეიქმნა პლაზმური შეშფოთებების არაწრფივი დინამიკის აღმწერი ფიზიკური მოდელი. ამ მოდელში გათვალისწინებულია შეშფოთებების გეოკოსმოსურ სივრცულად არაერთგვაროვან დინებებთან ურთიერთქმედების არაწრფივი მექანიზმები. ამ დინებებიდან ენერგეტიკულად ყველაზე მნიშვნელოვანია ზონალური ტიპის დინებები და ჩატარებულია ასეთი დიდმასშტაბიანი სტრუქტურების ფორმირების რიცხვითი მოდელირება. არაწრფივი დინამიკის მეთოდებით შესწავლილია THEMIS სატელიტური მისიის მიერ დამზერილი მაგნიტოსფერული დინებების სიჩქარის და მაგნიტური ველის შეშფოთებების მდგენელების დროითი მწკრივები. ამ მონაცემების ციფრული დამუშავებისათვის გამოყენებულია რეკურენტული დიაგრამების მეთოდი, რომელიც ეფექტურად მუშაობს მოკლე მონაცემთა მწკრივებისთვის. რეკურენტულობა არის დისიპაციური დინამიური სისტემების ფუნდამენტური თვისება, რაც გამოყენებულია მაგნიტოსფეროს კუდში რელაქსაციური პროცესების ანალიზისთვის. პლაზმური შეშფოთებების არაწრფივი ანალიზის შედეგები ინტერპრეტაციისთვის შედარებულია ლორენცის მოდელით და ვეიერშტრასის ფუნქციით მიღებულ სიგნალებთან. რეკურენტული დიაგრამების მეთოდის საშუალებით გამოვლენილია ექსპერიმენტებში გაზომილი სიგნალების ფრაქტალური ბუნება და დინამიური ქაოსის პარამეტრები. ერთმანეთთან შედარებულია რიცხვითი მოდელირებით და თანამგზავრული მონაცემების დამუშავებით მიღებული შედეგები.


მიმაგრებული ფაილები:

Modeling of the Zonal Flow Generation in Nonuniform Ionospheric Flows and Recurrent Analysis of the Satellite Data [en]
ზონალური სტრუქტურების გენერაციის მოდელირება არაერთგვაროვან იონოსფერულ დინებებში და თანამგზავრული მონაცემების რეკურენტული ანალიზი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com