ka | en
Company Slogan TODO

ჰარმონიულად ოსცილირებადი ელექტრული და მაგნიტური დიპოლების სისტემის გამოსხივების სიმძლავრე

ავტორი: დავით კაკულია
თანაავტორები: ივანე პეტოევი
საკვანძო სიტყვები: დიპოლი, გამოსხივების სიმძლავრე
ანოტაცია:

გამოყენებით ელექტროდინამიკაში ანტენების, დიფრაქციის ამოცანების ამოხსნა ხშირად ხდება რიცხვითი მეთოდებით, რომლებიც ამოცანის დასმის ინტეგრალურ წარმოდგენას ეფუძნება. ამოცანის ამონახსნი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ელექტრული, მაგნიტური ან კომბინირებული დენების განაწილების სახით. ხშირად ამოცანის ამონახსნიდან დასადგენია სისტემის გამოსხივების სიმძლავრე, შესაფასებელია გარე ძალების მუშაობა, ენერგეტიკული ბალანსი, გაბნევის ეფექტური განივკვეთი და ა.შ [1, 2]. რაც მინიმუმ სამმაგი ინტეგრალის გამოთვლასთან არის დაკავშირებული. ორმაგი ინტეგრირება მოდის 4π სივრცულ კუთხეზე, ხოლო დანარჩენი ინტეგრირება მოდის იმ არეზე სადაც მიღებულია დენების განაწილება ამოცანის ამოხსნის შედეგად. ზოგადობიდან და სიმარტივიდან გამომდინარე ნაშრომში განხილულია სივრცეში განაწილებული სასრული რაოდენობის ელექტრული და მაგნიტური დიპოლების სისტემა. ყოველი დიპოლი ჰარმონიულად ოსცილირებს სხვადასხვა ამპლიტუდით და ფაზით და ასხივებს დროში ჰარმონიულ ელექტრომაგნიტურ ტალღას. შესაბამისად სისტემის დროითი მამრავლი არის e^(-iωt). ამოცანა მდგომარეობს, განისაზღვროს ჯამური ველის ენერგიის ნაკადი, რომელიც სისტემის გადასხივდება უსასრულობაში, ანუ განიხილება ენერგიის ის ნაკადი რომელიც მიიღება სისტემის გარშემო აღებულ უსასრულო R რადიუსის მქონე სფეროს S ზედაპირზე.


მიმაგრებული ფაილები:

ჰარმონიულად ოსცილირებადი ელექტრული და მაგნიტური დიპოლების სისტემის გამოსხივების სიმძლავრე [ka]
Radiation Power of Time Harmonic Oscillating Electric and Magnetic Diploes System [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com