ავტორიზაცია
2,9-დიოქსო–ჰექსამეთილინდოლინო[4,5-e]ინდოლინის სინთეზი
ავტორი: შოთა სამსონიათანაავტორები: მ.ტრაპაიძე, თ.შონია
საკვანძო სიტყვები: ფიშერის ფუძე, ინდოლოინდოლი, დიოქსიმი, დიოქსოინდოლოინდოლი
ანოტაცია:
2,9-დიოქსო–ჰექსამეთილინდოლინო[4,5-e]ინდოლინის სინთეზი შოთა სამსონია, მარინა ტრაპაიძე, თამარ შონია, shota.samsonia@tsu.ge ქიმიის დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, II კორპუსი, 0179 თბილისი ჩატარებულია ფიშერის ფუძის ბის-ანალოგის - ჰექსამეთილდიმეთილენინდოლინო[4,5-e]ინდოლინის [1] ურთიერთქმედების რეაქცია აზოტოვან მჟავასთან ნატრიუმის ნიტრიტის წყალხსნარით ძმარმჟავას არეში დინიტროზონაერთის მიღების მიზნით [2]. რეაქცია მიმდინარეობს ორ საფეხურად. პირველ საფეხურზე გამოყოფილია შესაბამისი დიოქსიმი ქლორის მჟავას მარილის - დიპერქლორატის სახით. მიღებული მარილის სპირტხსნარის დამუშავების შედეგად ნატრიუმის ტუტის წყახსნარით მოსალოდნელი დინიტრო-ზონაერთის ნაცვლად გამოყოფილი იქნა სიმეტრიული აღნაგობის 1,1,3,8,10,10–ჰექსამეთილ–2,9-დიოქსოინდოლინო[4,5-e]ინდოლინი. ამრიგად, ინდოლოინდოლის შემთხვევაში, ინდოლისაგან განსხვავებით, ძლიერი ფუძის მოქმედებით დიოქსიმის პერქლორატიდან ქლორის მჟავასთან ერთად (HClO4) იხლიჩება HCN-ის მოლეკულაც. შესაბამისად მიიღება სიმეტრიული აღნაგობის 2,9-დიოქსო-ინდოლოინდოლი. სინთეზირებული ახალი ნაერთების სტრუქტურა დადასტურებულია იწ, უი, ბმრ-1H, ბმრ-13C და მას-სპექტრების მონაცემებით. ლიტერატურა [1] Sh.A.Samsoniya, M.V.Trapaidze, N.N. Nikoleishvili, K.G.Japaridze, J.P.Maisuradze, and U. Kazmaier. Chemistry of Heterocyclic Compounds, 2010, Vol. 46, No. 8, p. 1016-1019. [2] 2-Метилениндолиновые соединения, синтез и свойства. Итоги Нaуки и Техники, серия Органическая химия, 1990, т. 14, -127 с.
მიმაგრებული ფაილები:
Shota-Samsoniya-Eng.pdf [en]შოთა-სამსონია-GEO.pdf [ka]