ka | en
Company Slogan TODO

5(6)–აცილ–2–(1–ადამანტილ)ბენზიმიდაზოლების და 5(6)–(1–ადამანტილ)–2–ამინოფენილბენზიმიდაზოლების ახალი წარმოებულების სინთეზი.

ავტორი: დავითი ზურაბიშვილი
თანაავტორები: მ. ლომიძე, ი. გოგოლაშვილი, მ. ტრაპაიძე, თ. ბუკია, მ. სოსელია, შ. სამსონია.
საკვანძო სიტყვები: ადამანტანები, ბენზიმიდაზოლები, ბენზოქსაზოლები, ციკლიზაცია, ამიდები და შიფის ფუძეები.
ანოტაცია:

ადამანტანის აზოტშემცველი ახალი სტრუქტურების მიზნობრივი სინთეზი და კვლევა ვირუსული, ბაქტერიული ინფექციების და სხვა ბიოლოგიური აგენტების საწინააღმ–დეგო ახალი ეფექტური საშუალებების შექმნის მიზნით პერსპექტიული და აქტუალურია [1-4]. ფართო სპექტრის ბიოლოგიურად აქტიური ახალი ნივთიერებების ძიებისას პერსპექტი–ულ ობიექტებს მიეკუთვნებიან ბენზიმიდაზოლები და ბენზოქსაზოლები აქტიური ფუნქცი-ური ჯგუფებით. ამ მიზნით განხორციელებულ იქნა მაღალეფექტური პრეპარატების მებენ-დაზოლის (მებენვეტი, ვერმოქსი) და პარბენდაზოლის ადამანტანის შემცველი ანალოგების სინთეზი. კერძოდ, 5(6)–ბენზოილ–2–(1–ადამანტილ)ბენზიმიდაზოლების, 5(6)–(1–ადამან-ტილ)–2-ამინოფენილბენზიმიდაზოლების და ბენზოქსაზოლების ახალი წარმოებულების სინთეზი. 5(6)–ბენზოილ–2–(1–ადამანტილ)ბენზიმიდაზოლები სინთეზირებულ იქნა 4–ბენზოილ–ო–ფენილენდიამინის დიჰიდროქლორიდის ურთიერთქმედებით ადამანტან–1–კარბონმჟავას ქლორანჰიდრიდთან აბს. ტგფ–ის არეში ტრიეთილამინის თანაობისას მიღებუ–ლი პროდუქტის ციკლიზაციით POCl3-ის არეში. ასევე დიამინის ურთიერთქმედებით უშუა–ლოდ ადამანტანის შემცველ კარბონმჟავებთან POCl3-ის არეში დუღებით და 3–აცეტილამი–ნოადამანტან–1–კარბონმჟავას შემთხვევაში ვუდის აბაზანაში ცხელებით 225–250°C-ზე. 5(6)–(1–ადამანტილ)–2–ამინოფენილბენზიმიდაზოლების ახალი წარმოებულების სინთეზი განხორციელდა 4-(1-ადამანტილ)–ო–ფენილენდიამინის დიჰიდროქლორიდის კონდენსაციით არომატულ ალდეჰიდებთან აცეტონიტრილის არეში მარილმჟავას და წყალბადის ზეჟანგის თანაობისას ოთახის ტემპერატურაზე და აბს. ეთანოლის/ ნიტრობენ-ზოლის არეში დუღებით. ასევე ჩატარდა 4–(1–ადამანტილ)–ო–ფენილენდიამინის კონდენ–საციის რეაქციები პ–ამინობენზოისმჟავასა და პ–აცეტილამინობენზოისმჟავასთან პოლიფოს–ფორმჟავას და პოლიფოსფორმჟავა/ქსილოლის არეში ცხელებისას. დადგენილ იქნა რეაქციის ოპტიმალური პირობები, გამოყოფილ იქნა შესაბამისი ბენზიმიდაზოლები. შესწავლილია სინთეზირებული ნიტრონაწარმების აღდგენა და მიღებული ამინების აცილირება და ალდეჰიდთან კონდენსაცია. მიღებულია შესაბამისი ამიდები და შიფის ფუძეები.


მიმაგრებული ფაილები:

Synthesis of new derivatives of 5(6)–acyl–2–(1–adamantyl)benzimidazoles and 5(6)–(1–adamantyl)–2–aminophenylbenzimidazoles [en]
5(6)–აცილ–2–(1–ადამანტილ)ბენზიმიდაზოლების და 5(6)–(1–ადამანტილ)–2–ამინოფენილბენზიმიდაზოლების ახალი წარმოებულების სინთეზი. [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com