ka | en
Company Slogan TODO

გოროვანის ქვიშების (სომხეთი) ინსულარული გავრცელების განსაკუთრებულობა ფსილიდოფაუნის (Hemiptera, Psylloidea) მაგალითზე

ავტორი: არნოლდ გეგეჭკორი
საკვანძო სიტყვები: გოროვანის ქვიშები, Psylloidea, ინსულარიზმი, ფსამოფილები, ეკოლოგია.
ანოტაცია:

მდინარე არაქსის შუაწელში (სამხრეთ კავკასია) მდებარეობს გოროვანის ქვიშნარი უდაბნოს მცირე ,,ლაქა“ (200ჰა). იგი დასახლებულია ფსამოფილური (ქვიშის მოყვარული) ორგანიზმებით. ეკოსისტემის წამყვანი სახეობაა ჯუზღუნი (Calligonum polygonoides). გოროვანის ქვიშნარი დამახასიათებელი ბიოტით მარგინალიზებულია თიხნარი და ქვის ვრცელი უდაბნოებით. გოროვანის მსგავსი ინსულარიზმი განაპირობებს ადგილობრივი ფლორა-ფაუნის უნიკალურობას. ბიოგეოგრაფები ასეთ გარემოს, ოკეანის იზოლირებული კუნძულების მსგავსად, განიხილავენ ექვილიბრიუმის პარადიგმული თეორიის ჭრილში. ბევრი ავტორი ჰაბიტატთა ასეთი ტიპის მარგინალიზაციას სხვა, წყვეტილობის (დიზუნქციის) თვალსაზრისით უფრო უჭერს მხარს. სტატიის ავტორი ამ უკანასკნელ შეხედულებას ემხრობა. 1973-1975 წლებში, საერთოკავკასიური ექსპედიციის ფორმატში (ხელმძღვანელი არნ. გეგეჭკორი), გოროვანის ქვიშნარში მოპოვებულია ფსილოდეას ჯუზღუნზე დასახლებული, კავკასიისთვის უნიკალური ფაუნა. 3 გვარის 4 სახეობიდან 2 პირველად არის აღნიშნული კავკასიაში. ეს ფაქტი უპრეცედენტოა. საქმე ის არის, რომ ვეებერთელა წყვეტილობის შემდეგ გოროვანიდან ეს ფაუნა მეორდება მხოლოდ შუა აზიის უდაბნოებში (ე.ი. არ ვხვდებით მეზობელ აზერბაიჯანსა და, ნაწილობრივ, ჩრდილოეთ კავკასიაში). მეორეს მხრივ, ფსილოდეას მსგავსს მრავალფეროვნებას (3 გვარი) მოკლებულია ვეებერთელა ქვეყნები და რეგიონები - ირანის, მონღოლეთის, იზრაელის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და სამხრეთ აფრიკის ქვიშის უდაბნოების სახით. ჩვენი აზრით, გოროვანის შეუდარებლად მცირე ფართობის ფსამოფილური ფაუნა შუა აზიის (თურანი) ყიზილყუმ/ყარაყუმის გაცილებით მდიდარი ფაუნის პლიო-პლეისტოცენური დერივატია. ინფილტრაციის ბიოგეოგრაფიული კანონზომიერებებიდან გამომდინარე, დღემდე როგორ შემორჩა ანთროპოგენული თუ ბუნებრივი პრესის ცხავში გამოვლილი ფსილოდეას და ფლორა-ფაუნის სხვა, ადგილობრივი წარმომადგენლები, ჯერჯერობით გაუგებარია.


მიმაგრებული ფაილები:

Insular distribution patterns of Gorovan Sands (Armenia) on the example of psyllid (Hemiptera: Psylloidea) fauna [en]
გოროვანის ქვიშების (სომხეთი) ინსულარული გავრცელების განსაკუთრებულობა ფსილიდოფაუნის (Hemiptera, Psylloidea) მაგალითზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com