ka | en
Company Slogan TODO

მდინარე თეძამის ხეობის ზედაცარცულ ვულკანიზმთან დაკავშირებული აქატ-ქალცედონის მინერალიზაცია

ავტორი: ნინო კობახიძე
საკვანძო სიტყვები: აქატი, ქალცედონი, ცარცული, მინერალიაზაცია
ანოტაცია:

მდინარე თეძამის ხეობის ზედაცარცულ ვულკანიზმთან დაკავშირებული აქატ-ქალცედონის მინერალიზაცია ნინო კობახიძე, თანაავტორი ბეჟან თუთბერიძე Email: ninokobakhidze988@ens.tsu.edu.ge გეოლოგიის დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, უნივერსიტეტის ქ. #13, თბილისი, საქართველო საკვლევი რეგიონი თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 80 კმ-ში მდებარეობს და ადმინისტრაციულად კასპის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება. ე. გამყრელიძის მიერ საქართველოს ტერიტორიის ტექტონიკური დარაიონების უახლესი სქემის (2000წ) მიხედვით, რაიონი მდებარეობს აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის ცენტრალური (ღერძული) ქვეზონის აღმოსავლეთ ნაწილში და აგებულია ცარცული და მესამეული ასაკის ნალექებით. ქვედა ცარცი წარმოდგენილია მხოლოდ ალბური სართულით, რომლის აგებულ¬ე-ბაში მონაწილეობს: ტუფობრექჩიები, ტუფოკონგლომერატები, ტუფოქ¬ვიშაქვები და მასთან მორიგეობაში მყოფი ავგიტიანი და ავგიტ-ლაბრადორიანი პორფირიტები. ზედა ცარცი წარმოდგენილია ვულკანოგენური და კარბონატული ფაციესით. ვულკანოგენური წყებების აგებულებაში მონაწილეობს: ბაზალტური და დაციტური შედგენილობის ტუფები, ტუფობრექჩიები და მათთან მორიგეობაში მყოფი ლავური განფენები, რომელთა საერთო სიმძლავრე რამდენიმე ასეული მეტრიდან 2000 მეტრამდე ცვალებადობს. საველე დაკვირვების საფუძველზე ირკვევა, რომ საკვლევ რაიონში აქატისა და ქალცედონის მინერალიზაციიის პროცესი ორი მთავარი ფაქტორით კონტროლირდება: 1 ტექტონიკური - აქატის და ქალცედონის მინერალიზაცია დაკავშირებულია წყვეტით დისლოკაციებთან. 2 ლითოლოგიური - აქატისა და ქალცედონის საბადო ლოკალიზებულია ქანებში (ტუფობრექჩიები, ტუფოქვიშაქვები, ლავური განფენები და ქანებში არსებული ბრექჩირებული ზონები). რომელთა ფიზიკური თვისებები და ტექსტურული თავისებურებანი ხელსაყრელია ამ სასარგებლო წიაღისეულის ფორმირებისათვის. შრომაში განხილულია აქატ–ქალცედონისა და მისი თანმხლები მინერალების წარმოშობის საკითხი და ცარცული ეფუზივების როლი საბადოს ფორმირებაში. .


მიმაგრებული ფაილები:

The upper cretaceous volcanic of river Tedzami valley agate-chalcedony mineralization [ka]
მდინარე თეძამის ხეობის ზედაცარცულ ვულკანიზმთან დაკავშირებული აქატ-ქალცედონის მინერალიზაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com