ავტორიზაცია
პესტიციდები და მათი გამოყებენის დადებითი და უარყოფითი ასპექტები
ავტორი: ზოია შედანიასაკვანძო სიტყვები: პესტიციდები, გარემო, დაბინძურება
ანოტაცია:
პესტიციდები - კრებითი ტერმინია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა კლასის ქიმიურ ნივთიერებებს მავნე ორგანიზმებთან საბრძოლველად სოფლის მეურნეობაში, ჯანდაცვაში, ნაოსნობაში, მშენებლობაში და სხვ. განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა მათი გამოყენება ჯანდაცვასა და სოფლის მეურნეობაში. მწერებთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში პესტიციდების გამოყენებით გადარჩა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ისეთი დაავადებებისაგან როგორიცაა მალარია, ყვითელი ციებ-ცხელება და ტიფი. რომ არა შხამქიმიკატები რომლებიც სოფლის მეურნეობაში გამოიყენება სხვადასხვა მავნე მწერების, სარეველა ბალახის, ჭიების, მღრნელების და სხვ. წინააღმდეგ საბძოლველად, შემცირდებოდა საკვები პროდუქტების მარაგი და გაიზრდებოდა მათი ღირებულება. სამწუხაროდ პესტიციდები მომწამლავი ნივთიერებებია რომელთაც საშიში ეკოლოგიური ზიანის მოტანა შეუძლიათ გარემოსთვის. თევზების მასიური განადგურება, რეპროდუქციული პრობლემები ფრინველებში, მწვავე დაავადებები ადამიანებში და სხვ. - უმეტესწილად განპირობებულია პესტიციდების ნარჩენების არასათანადოდ გაუვნებელყოფით, მათი მოხმარების ტექნიკური ხარვეზებით ან არასათანადო პირობებში მათი შენახვით რომლის შედეგად ადგილი აქვს პესტიციდების ინტენსიურ გაფანტვას გარემოში (ატმოსფეროში, ზედაპირულ და გრუნტის წყლებში). ამიტომ პესტიციდების სწორი გამოყენება გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით როგორც ფერმერების ასევე ფართო საზოგადოების ინტერესშია. ამრიგად, სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული ინფორმაციის ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეისათვის პესტიციდების გამოყენება აუცილებელია, მაგრამ საჭიროა გარკვეული სიფრთხილის დაცვა და პრაქტიკაში პესტიციდების ისეთი ახალი კლასების დანერგვა, რომლებიც გარემოში მოხვედრის შემდეგ ჰიდროლიზის, მიკრობიოლოგიური ან სხვა პროცესების შედეგად გარდაიქმნებიან ნაკლებად ტოქსიკურ ნივთიერებებად.