ka | en
Company Slogan TODO

სპილენძ-პიროტინული და პირიტ-პოლიმეტალური გამადნების ფორმირების თავისებურებები ალაზანგაღმა კახეთის ტერიტორიაზე საცხვრეხორხის მადანგამოვლინების მაგალითზე.

ავტორი: მირიანი მაქაძე
თანაავტორები: კარლო აქიმიძე, გვარამ ბენიძე
საკვანძო სიტყვები: სპილენძ-პიროტინული, პოლიმეტალური, ალაზანგაღმა, ოქრო, საცხვრეხორხი
ანოტაცია:

ალაზანგაღმა კახეთის ტერიტორიისადმი ინტერესი, როგორც სპილენძ-პოლიმეტალურ გამადნებაზე პერსპექტიული რეგიონი გეოლოგების ყურადგებას მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან იპყრობს. მისადმი პრაქტიკული ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, როდესაც ალაზანგაღმა კახეთის აღმოსავლეთ გაგრძელებაზე - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ჩვენი საკვლევი ტერიტორიის ანალოგიურ გეოლოგიურ პირობებში აღმოჩენილი იქნა კაცდაგის, ფილიზჩაისა და კატეხის მსხვილი კოლჩედანური სპილენძ-პოლიმეტალური საბადოები. რეგიონში არსებულ მრავალ მადანგამოვლიმებათა შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საცხვრეხორხის მადანგამოვლინება, რომელიც განლაგებულია სტორი – ლოფოთის (ალაზანგაღმა) ანტიკლინორიუმის ჩრდილო ფრთაში, არშის გასწვრივი (სუბგანედური) რეგიონალური რღვევის სტორი–საცხრეხორხის განივი (სუბმერიდიონალური) ღრმული რღვევით გადაკვეთის კვანძში. მადანგამოვლინებაზე საველე გეოლოგიური და კამერალური სამუშაოების ჩატარების შედეგად აღნიშნული ზონის ფარგლებში გამოვლენილია სპილენძ–პოლიმეტალური გამადნების 3 ქვეზონა, სიმძლავრეებით 1,2 მ–დან 7,5 მ–დე. ეს ქვეზონები წარმოდგენილია სუბპარალელური კვარც–სულფიდური ძარღვებით, რომელთა სიმძლავრეები მერყეობენ ერთეული სანტიმეტრებიდან 50 სმ–დე. მადნებისათვის დამახასიათებელია მასიური, ბრექჩიული და ძარღვაკულ–ჩაწინწკლული ტექსტურები. მინერალური შედგენილობის მიხედვით გამოიყოფა: პიროტინ–პოლიმეტალური, პირიტ–ქალკოპირიტული და პირიტ–პოლიმეტალური გამადნების ტიპები. მადნების აღნიშნული მინერალური ტიპები არათანაბრადაა განაწილებული მადნიანი ზონის ფარგლებში. სხვადასხვა შედგენილობის ძარღვების სტრუქტურული ურთიერთდამოკიდებულების მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ მათი ფორმირების თანმიმდევრობისა და ეტაპობრივობის შესახებ. ჩატარებული სამუშაოები აგრეთვე ითვალისწინებს აღნიშნული მადანგამოვლინების შესწავლას ოქროს გამადნებაზე.


მიმაგრებული ფაილები:

Peculiarities of Copper-pyrrhotite and pyrite-polymetallic ore formation of the transalazanian Kakheti area on the example of Satskhvrexorxi ore occurance. [en]
სპილენძ-პიროტინული და პირიტ-პოლიმეტალური გამადნების ფორმირების თავისებურებები ალაზანგაღმა კახეთის ტერიტორიაზე საცხვრეხორხის მადანგამოვლინების მაგალითზე. [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com