ka | en
Company Slogan TODO

თავისუფალი რადიკალები ბიოლოგიასა და მედიცინაში (ეპრ გამოკვლევები)

ავტორი: ედუარდ ჩიკვაიძე
საკვანძო სიტყვები: თავისუფალი რადიკალები, ოქსიდატიური სტრესი, ეპრ
ანოტაცია:

ოქსიდაციური სტრესი და ანთებითი პროცესებით უჯრედის სიკვდილი, ქსოვილის დაზიანება ჩართულია ადამიანის მრავალ დაავადებაში, მათ შორის სიმსივნე, ნეიროგადაგვარებული დაავადებები (ალცჰაიმერის დაავადება, პარკინსონი და სხვა), დიაბეტი, გულ–სისხლძარღვთა დაავადება, სიბერე და ა.შ. მეტაბოლურ პროცესებში ჩართული თავისუფალი რადიკალების როლი საციცოცხლო პროცესებში უაღრესად დიდია, მაგრამ ოქსიდაციური სტრესის დროს წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალები ძირითადად მაინც სასიცოცხლოდ მავნე ნაწილაკებს წარმოადგენენ. მათი რაოდენობის გაზრდა ორგანიზმში მიმდინარე პროცესების დროს უაღრესად საშიშია, მაგრამ ორგანიზმს გააჩნია მათთან ბრძოლის სხვადასხვა საშუალება–ესაა ფერმენტული სისტემები: სუპეროქსიდდისმუტაზა, კატალაზა, გლუტაციონ პეროქსიდაზა და სხვა. ამის გარდა, თავისუფალი რადიკალების გამანეიტრალებელ ნაერთებს წარმოადგენენ ვიტამინები–ასკორბინის მჟავა (ვიტამინი–C), -ტოკოფეროლი (ვიტამინი E), –კაროტინი და სხვა. თავისუფალი რადიკალები–მოლეკულები ან მათი ნაწილაკები, რომელთაც გააჩნიათ შეუწყვილებელი ელექტრონები უაღრესად აქტიურია, ამდენად მათი აღმოჩენა და იდენტიფიკაცია უაღრესად ძნელია თუ არ გამოვიყენებთ ზედაბალ ტემპერატურას ან ე.წ. „სპინ–ხაფანგებს“. მიმოხილვაში ყურადღებაა გამახვილებული თავისუფალი რადიკალების იდენტიფიკაციაზე და მათი ნეიტრალიზაციის შესაძლებლობებზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com