ავტორიზაცია
შლანგური არამდგრადობის თვისებები დმაგნიტებულ არაერთგვაროვან ვარსკვლავურ ქარებში
ავტორი: ელენე უჩავათანაავტორები: ალექსანრე თევზაძე, ბიძინა შერგელაშვილი, სტეფან პუდტსი
საკვანძო სიტყვები: ანიზოტროპული მაგნიტოჰიდროდინამიკა, ვარსკვლავური ქარები
ანოტაცია:
შესწავლილია შლანგური არამდგრადობის თვისებები ფონური წანაცვლებითი სიჩქარის ველში ანიზოტროპული მაგნიტოჰიდროდინამიკური (მჰდ) მოდელის ფარგლებში სითბური ნაკადების გათვალისწინებით. დაუჯახებელი ან სუსტად დაჯახებადი პლაზმა აღწერილია 16-იმპულსურ მჰდ მიახლოებაში, რომელშიც უკვე წარმატებითაა შესწავლილი წანაცვლებითი დინების ზეგავლენა კუმშვად შეშფოთებებზე [1]. წარმოდგენილ ნაშრომში აღებულია დაბალსიხშიროვანი უკუმშვადი მიახლოება და შესწავლილია შლანგური არამდგრადობის თვისებები სიჩქარით წანაცვლებულ დინებაში. ფონური მაგნიტური ველი მუდმივია და მიმართულია დინების გასწვრივ. აღმოჩნდა, რომ წანაცვლების პარამეტრის მცირე მნიშვნელობებისათვის არამდგრადობის თვისებები არ არის დამოკიდებული სითბური ნაკადების ანიზოტროპიის პარამეტრზე. სიჩქარის წანაცვლების მაღალი მნიშვნელობებისათვის სითბური ნაკადის პარამეტრი მონაწილეობას იღებს არამდგრადობის ინკრიმენტის განსაზღვრაში. ამავდროულად, ეფექტი იზრდება წნევის ანიზოტროპიის პარამეტრის ზრდასთან ერთად. მეტიც, აღმოჩნდა, რომ არამდგრრადობის ზრდის ინკრიმენტი ავლენს სპექტრალურ დისპერსიას როდესაც არამდრგადობა დამოკიდებულია არა მხოლოდ გასწვრივ, არამედ დინების პერპენდიკულარულ ტალღურ რიცხვებზეც. ზოგადად, ნაჩვენებია, რომ სიჩქარის წანაცვლება ცვლის ნეიტრალური მდგრადობის მრუდს შლანგური მჰდ შეშფოთებებისათვის, რომლებიც ვრცელდებიან დამაგნიტებული ვარსკვლავური ქარებში. კლასიკური მდგრადობის მრუდიდან გადახრა შეიძლება დაფიქსირდეს მაგალითად მზის ქარის დაკვირვებებში, რაც პრინციპში საშუალებას მოგვცემს შევაფასოდ გაუხშოებული დამაგნიტებული დინების სიჩქარის განივი წანაცვლება. ლიტერატურა [1] E. S. Uchava, B. M. Shergelashvili, A. G. Tevzadze, S. Poedts, Phys. Plasmas, 21, 082902 (2014).
მიმაგრებული ფაილები:
Properties of firehose instability in magnetized inhomogeneous stellar winds [en]შლანგური არამდგრადობის თვისებები დამაგნიტებულ არაერთგვაროვან ვარსკვლავურ ქარებში [ka]