ka | en
ავტორიზაცია
დიფერენციალური სკანირებადი მიკროკალორიმეტრის მუშაობის პრინციპი
ავტორი: ეკა შეყილაძესაკვანძო სიტყვები: DSC, ენტალპია
ანოტაცია:
ბიოლოგიური მოლეკულები ხსნარში იმყოფებიან წონასწორულ მდგომარეობაში, ნატიურ და დენატურირებულ მდგომარეობას შორის. რაც უფრო მაღალია ფაზური გადასვლის ტემპერატურა (Tm), მით უფრო სტაბილურია მოლეკულა. დიფერენციალური სკანირებადი მიკროკალორიმეტრი (DSC) ზომავს დენატურაციის ენტალპიას (ΔH), რომელიც წარმოიქმნება სითბოთი გამოწვეული დენატურაციით. ის ასევე გამოიყენება, რათა დადგინდეს დენატურაციის სითბოტევადობის ცვლილება (ΔCp). კალორიმეტრით შეიძლება განიმარტოს ისეთი ფაქტორები, რომელებიც ხელს უწყობს ბიომოლეკულების ნატიურ მდგომარეობს და სტაბილურობას. ესენია ჰიდროფობული ურთიერთქმედება, წყალბადური ბმები, კონფორმაციული ენტროპია და ფიზიკური გარემო.