ავტორიზაცია
სივრცის ლოგიკა „S4, ◇-როგორც ჩაკეტვა“ სისტემის ანალიზი და ახალი პერსპექტივები.
ავტორი: ვგენი კუზნეცოვისაკვანძო სიტყვები: S4 ლოგიკა, სივრცის ლოგიკა
ანოტაცია:
წინამდებარე ნაშრომის მიზანია S4-ის და მისი გაფართოებების მეშვეობით სივრცის ლოგიკური ანალიზის მიმოხილვა, მოდალობის ზოგიერთი ინტერპრეტაციისათვის. იგულისხმება კლასიკური და შედარებით ახალი შედეგების თავმოყრა და გაანალიზება, პრობლემისადმი ზემოთდასმული მიდგომის აზრით. საკითხითხს აქტუალობა არც ადრე აკლდა, თუმცა ბოლო დროს დამტკიცებულიქნა მრავალი და ამასთან მრავალმხრივი შედეგი სივრცის ლოგიკის შესახებ. საკითხი ძალიან აქტუალურია იმის გამოც რომ წინ მიდის კვლევები ხელოვნური ინტელექტის და კომპიუტერის თვითსწავლების დარგში, რაც ერთიორად ახალისებს აღნიშნულ თემატიკაში ძალისხმევის დახარჯვას. საკითხი აქტუალურია ასევე იმ აზრით რომ ინტერპრეტაციის აღნიშნული ვარიანტი წარმოადგენს მოდალური ლოგიკის ძალიან ნაყოფიერ ვარიანტს და აღნიშნული საკითხების შესწავლა წმინდა შიდა ლოგიკური მოსაზრებების გამოც არის საინტერესო. გამოვლენილია S4-სისტემის, ◇-როგორც ჩაკეტვა, გამომსახველობითი სიუტეები და დასახულია მათი გადაჭრის შესაძლო გზები გამნიშვნელიანების განმარტების შეცვლის ხარჯზე, არა მთელ ქვესიმრავლეთა სიმრავლეზე არამედ სხვადასხვა სახის სპეციალურ ქვესიმრავლეთა ოჯახებისაგან წარმოქმნილ ბულის ალგებრებზე.