ავტორიზაცია
ვულკანური ეკოსისტემები/სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთის მაგალითზე/
ავტორი: ბეჟანი თუთბერიძეთანაავტორები: მ.ახალკაციშვილი, მ.მაქაძე, ნ.კობახიძე
საკვანძო სიტყვები: ეკოსისტემა, ვულკანიზმი, გოდერძის წყება
ანოტაცია:
საქართველოს ტერიტორიის ლანდშაფტის ფორმირებაში გლობალურ როლს ახალგაზრდა ვულკანური და ვულკანოგენურ–დანალექი წარმონაქმნები თამაშობს, რომელთა ასაკი ფართო საზღვრებში ცვალებადობს და მოიცავს პერიოდს გვიან მიოცენიდან – ჰოლოცენის ჩათვლით; ვულკანური პროდუქტების კვლევას მორფოლოგიური, პეტროლოგიურ–გეოქიმიური მიმართულებით არც ქართველი და არც უცხოელი მკვლევარების მხრიდან ყურადღება არ აკლია, თუმცა ბიოტურ /მცენარეული და ცხოველური სამყარო/და აბიოტურ /ქანები, მინერალები, ნიადაგური საფარი/ სამყაროზე ვულკანური პროდუქტების ზემოქმე-დებით გამოწვეული ცვლილებების სტრუქტურისა და დინამიკის შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირია ან საერთოდ არ არსებობს. ჩვენი კვლევის მთავარი მიზანი სწორედ ამ ხარვეზის შევსების მცდელობაა. კვლევის ამ ეტაპზე შესწავლის ობიექტად შერჩეული იქნა გოდერძის წყების მძლავრ ვულკან¬ოგენურ–დანალექ წარმონაქმნებში დაცული ფლორა, რომელთა მორფოლოგიური შესწავლა და დიაგნოსტიკა მრავალ ავტორთა შრომებში საკმაოდ დეტალურად არის წარმოდგენილი, თუმცა ავტორებისათვის ფლორის აღწერის პარალე¬ლურად ვულკანური ეკოსისტემები შესწავლის ობიექტად არ გამხდარა. ჩვენი კვლევა ეფუძნება გასულ წელს ჩატარებულ საველე სამუშაობის შედეგად გოდერძის წყების ვულკანოგენურ-დანალექი წარმონაქმნებში მოპოვებულ მდიდარ ფლორისტული მასალის კვლევის მონაცემებს.
მიმაგრებული ფაილები:
ვულკანური ეკოსისტემები /სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთის მაგალითზე/ [ka]