ka | en
Company Slogan TODO

ორექსინის ინტრაცერებრალური ადმინისტრაციის გავლენა ჰიპოკამპის CA1 ველში ელექტრული სტიმულაციით გამოწვეულ ეპილეფტიფორმულ აქტივობაზე ვირთაგვებში

ავტორი: ნანული დორეული
თანაავტორები: მარიამ ქურასბედიანი, გია ქუთელია, ბუციკო ჩხარტიშვილი, მანანა ჩიქოვანი, ეკატერინე მითაიშვილი, ბესარიონ ფარცვანია
საკვანძო სიტყვები: ჰიპოკამპი, ეპილეფტიფორმული აქტივობა, ორექსინი
ანოტაცია:

ორექსინერგული ნეირონები, რომელთა ექსპრესია აღნიშნულია ლატერალურ ჰიპოთალამუსში, იძლევა პროექციებს მთელს თავის ტვინში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნორმალურ თუ პათოფიზიოლოგიურ პროცესებში. კარგადაა ცნობილი ორექსინერგული სისტემის როლი ჰიპოკამპში მიმდინარე პლასტიკურ პროცესებში [5,6,7], თუმცა აზრთა სხვადასხვაობაა მისი მონაწილეობის შესახებ ეპილეფსიის პათოგენეზში [1,2,3,4]. ჩვენი წინა ექსპერიმენტებით ნაჩვენებია, რომ ორექსინი-A ჰიპოკამპის ანათლებში თრგუნავს CA1 ველში ფარმაკოლოგიურად ინდუცირებულ პოპულაციური სპაიკების მრავლობით განმუხტვებს, იწვევს იზოლირებული NMDA პასუხების ხანგრძლივ დეპრესიას და CA3 ველის ზალპური ნეირონების სპონტანური აქტივობის მოდულაციას [1,2]. მოცემული ექსპერიმენტების მიზანი იყო In vivo ცდებში შეგვესწავლა ორექსინის ინტრაცერებრალური ადმინისტრაციის გავლენა ჰიპოკამპის CA1 ველში მაღალსიხშიროვანი ელექტრული სტუმულაციით გამოწვეულ ეპილეფტიფორმული განმუხტვების ელექტროფიზიოლოგიურ მახასიათებლებზე. ჩვენმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ორექსინი-A-ს ინტრაცერებრალური ინექცია ზრდის ჰიპოკამპში ელექტრული სტიმულაციით გამოწვეული ეპილეპტიფორმული განმუხტვების ზღურბლს და ამცირებს მაღალსიხშიროვანი განმუხტვების ხანგრძლივობას. ორექსინის ინტრავენტრიკულური და ქერქული აპლიკაცია იწვევდა ეპილეპტიფორმული განმუხტვების ამპლიტუდური და სიხშიროვანი მაჩვენებლების შემცირებასაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ეპილეფსიურ აქტივობაზე ორექინ-A-ს აქვს ანტიეპილეფსიური ზემოქმედების ეფექტები.


მიმაგრებული ფაილები:

ორექსინის ინტრაცერებრალური ადმინისტრაციის გავლენა ჰიპოკამპის CA1 ველში ელექტრული სტიმულაციით გამოწვეულ ეპილეფტიფორმულ აქტივობაზე ვირთაგვებში [ka]
The effects of intracerebral administration of orexins on epileptiform activity induced by electrical stimulation of the CA1 field of the hippocampus in rats [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com