ka | en
Company Slogan TODO

Brij-30-ის შებრუნებულ მიცელებში ჩაჭერილი წყლის ნანო წვეთების სტრუქტურის გამოკვლევა ულტრაიისფერი-ხილული სპექტროსკოპიული მეთოდით

ავტორი: ნათია მზარეულიშვილი
საკვანძო სიტყვები: პოლიოქსიეთილენ (4)ლაურილის ეთერი, კოსმოტროპული, ქაოტროპული, იონური და არაიონური შებრუნებული მიცელები
ანოტაცია:

შებრუნებული მიცელები ძლიერ პოპულარული გახდა სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მრავალ სფეროში[1].შებრუნებული მიცელები იზოლირებული, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებით გარემოცული წყლის წვეთებია,რომელიც ბიოლოგიურ სისტემებში ჩაჭერილი წყლის საუკეთესო მოდელს წარმოადგენს[2]. არაიონური ზან-ები უზრუნველყოფს უფრო რბილ გარემოს ენზიმების და პროტეინების სოლუბილიზაციისთვის შებრუნებული მიცელების წყლის ნანოგალიებში იონური ტიპის შებრუნებულ მიცელებთან შედარებით.ამის გამო,ხშირად არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებით იონური შებრუნებული მიცელების ზედაპირის დოპირებას მიმართავენ.წყლის წვეთების სტრუქტურის სირთულის გამო, შებრუნებული მიცელები შეისწავლება სხვადასხვა ფიზიკურ-ქიმიური მეთოდებით.შებრუნებული მიცელების მიკროგარემოს შესწავლა მოლეკულური სინჯის ულტრაიისფერ-ხილული შთანთქმის სპექტრების საფუძველზე,მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს შებრუნებული მიცელების წყლის წვეთებში არსებული წყლის თვისებებზე[3].პოლიოქსიეთილენ (4)ლაურილისეთერის (Brij-30)შებრუნებული მიცელების მიკროგარემო გამოკვლეულია ულტრაიისფერი-ხილული სპექტროსკოპიის მეთოდი მოლეკულურ სინჯად მეთილნარინჯის(MO)გამოყენებით.შესწავლილია წყლის და ზოგიერთი კოსმოტროპული და ქაოტროპული დანამატების გავლენა მეთილნარინჯის შებრუნებულ მიცელებთან შეკავშირების ხარისხზე.MO-ს შეკავშირების ხარისხი Brij-30-ის შებრუნებულ მიცელებთან გამოთვლილია მეთილნარინჯის შთანთქმის მონაცემების საფუძველზე ტალღის სიგრძეებზე 408 და 416ნმ ჰექსანში 0.13M Brij-30-ის ხსნარში,წყალი/ზან სხვადასხვა თანაფარდობაზე(W).მეთილნარინჯის შთანთქმის მაქსიმუმების წყლის შემცველობაზე დამოკიდებულების მრუდი შებრუნებული მიცელის ნანოგალიებში სამი სახის წყალის არსებობაზე მიგვანიშნებს.გამოვლინდა კოსმოტროპული და ქაოტროპული იონური და არაიონური დანამატების განსხვავებული გავლენა შებრუნებული მიცელის წყლის გულში თავისუფალი წყლის ფორმირებაზე. თავისუფალი წყლის ფორმირება შებრუნებული მიცელების წყლის გულში შარდოვანას დანამატის შემთხვევაში იწყება W-ს სხვა მნიშვნელობაზე, ვიდრე გლუკოზის დანამატის არსებობისას.ანალოგიური სურათი დაიკვირვება იონური დანამატების შემთხვევაშიც.


მიმაგრებული ფაილები:

Investigation of Structure of Water Nano Droplets Confined in Brij-30 Reverse Micelles with an Ultraviolet-visible Spectroscopic Method [en]
Brij-30-ის შებრუნებულ მიცელებში ჩაჭერილი წყლის ნანო წვეთების სტრუქტურის გამოკვლევა ულტრაიისფერი-ხილული სპექტროსკოპიული მეთოდით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com