ka | en
Company Slogan TODO

2015 წლის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ანგრიში

ავტორი: მარინა ქარჩხაძე
საკვანძო სიტყვები: სტუდენტთა სამეცნიერო წრე, 2015 წელი, ჩატარებული ღონისძიებები, ანგარიში.
ანოტაცია:

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქიმიის დეპარტამენტი, 0179 თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი, 3 სტუდენტთა სამეცნიერო წრე აერთიანებს 51 ბაკალავრს, 17 მაგისტრს და 6 დოქტორანტს. 2015 წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებები: 1.ჩატარებულია ქიმიის მიმართულების სტუდენტთა სამეცნიერო წრის 8 სამუშაო სემინარი, ორი კონფერენცია და ერთი ვორქ-შოპი. 8 სამუშაო სემინარზე წაკითხულია 12 მოხსენება. 2.თსუ სტუდენტთა 75-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ბაკალავრიატის 14- მა სტუდენტმა. 3. 2015 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილებაში ჩატარდა ახალგაზრდა ქიმიკოსთა სამეცნიერო კონფერენცია. 14 სამეცნიერო მოხსენებით წარსდგა ქიმიის მიმართულების ბაკალავრიატის 15 სტუდენტი. 4. დეკემბერში ქიმიის მიმართულებაზე ჩატარდა მეორე ვორქ-შოპი, სადაც მოხსენებით გამოვიდა ბაკალავრიატის 7 სტუდენტი. 5.ერთი სტუდენტი მონაწილეობდა „აზიის მეცხრე სამეცნიერო ბანაკის“ მუშაობაში (ტაილანდი). 6. ქიმიის მიმართულების სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მუშაობაში. ა)ფარმაცევტული და ბიოსამედიცინო ანალიზის 26-ე საერთაშორისო სიმპოზიუმი (თბილისი, 5-8 ივლისი)-მონაწილეობდა 9 დოქტორანტი, 11 ბაკლალავრი, 1 მაგისტრი. ბ) მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმი ფარმაცევტულ მეცნიერებაში (თურქეთი, ანკარა)- მონაწილეობდა 2 დოქტორანტი, 1-ბაკალავრი). გ)მე-3 საერთაშორისო კონფერენცია ფარმაცევტულ მეცნიერებაში(თბილისი, 29-31 მაისი)- მონაწილეობდა -7 ბაკალავრი, 1-მაგისტრი და 4 დოქტორანტი). დ)მე-4 საერთაშოისო სიმპოზიუმი პოლიმერულ მასალებში (ბათუმი, 1-3 ივლისი) -მონაწილეობდა 3 დოქტორანტი, 1 მაგისტრი. ქიმიის მიმართულების სტუდენტების თანაავტორობით გამოქვეყნებულია 7 სამეცნიერო სტატია:ორი უცხოეთში, 5 ქართულ გამოცემებში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com