ავტორიზაცია
არაიონური შებრუნებული მიცელების სტრუქტურის შესწავლა: წყლის ნანოწვეთების pH-ის გავლენა
ავტორი: მარინა რუხაძეთანაავტორები: გიორგი ბეზარაშვილი
ანოტაცია:
სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა წყლის წვეთების pH-ის გავლენის შესწავლა პოლიოქსიეთილენ (4) ლაურილის ეთერის (Brij30) შებრუნებული მიცელების სტრუქტურაზე კოსმოტროპული და ქაოტროპული იონური დანამატების თანაობისას. დანამატებად გამოიყენებოდა ნატრიუმის აცეტატი და კალიუმის პერქლორატი. შებრუნებული მიცელის წყლის წვეთების სტრუქტურა კოსმოტროპული და ქაოტროპული იონური დანამატების თანაობისას გამოკვლეულია ინფრაწითელი სპექტროსკოპიის მეთოდით წყალი/ზან მოლური თანაფარდობის ფართე უბანში (W=1÷20). შებრუნებული მიკროემულსიის წყლის გულის სტრუქტურული ცვლილებების წყლის შემცველობაზე დამოკიდებულება შესწავლილია 3000-3800 სმ-1 უბანში, ამასთან W-ს დაბალ მნიშვნელობებზე OH პიკი თავისუფალი, ბმული და ზან-ის ფენაში გასული წყალის შესაბამის პიკებად იშლებოდა გაუსის მორგებადობის პროგრამის და მონტე კარლოს მეთოდით. შედეგები აჩვენებს, რომ პერქლორატ იონი ხელს უწყობს თავისუფალი წყლის ფრაქციის ზრდას სუსტ ტუტე არეში, ხოლო აცეტატ იონი ბმული წყლის ფრაქციის ზრდას იწვევს მჟავა არეში შებრუნებული მიკროემულსიის წყლის გულში. გამოკვლეულია Brij-30-ის შებრუნებული მიკროემულსიების მიკროგარემო ულტრაიისფერი სპექტროსკოპიის მეთოდით მოლეკულურ სინჯებად ორთო-ნიტროანილინის და მეთილნარინჯის გამოყენებით. გამოთვლილია ორთო-ნიტროანილინის და მეთილნარინჯის Brij-30-ის შებრუნებულ მიცელასთან შეკავშირების მუდმივები და ასოციაციის ხარისხი წყლის წვეთების განსხვავებული მჟავიანობისას.