ka | en
Company Slogan TODO

სუპერპარამაგნეტიკების დამაგნიტების თეორია. კიურის კანონი მაგნიტური სითხეებისათვის

ავტორი: სიმონ ჩხაიძე
თანაავტორები: ა.უგტულავა, შ. კეკუტია
საკვანძო სიტყვები: სუპერპარამაგნეტიკი, მაგნიტური სითხეები
ანოტაცია:

ზოგიერთი ნანონაწილაკის შინაგანი მაგნიტური ანიზოტროპიის ენერგია შესაძლოა იმდენად დიდი იყოს, რომ სჭარბობდეს სითბურ ენერგიას ოთახის ტემპერატურაზეც კი. ასეთ შემთხვევაში, ნაწილაკის მაგნიტურმა ანიზოტროპიამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ე.წ. მაგნიტური სითხის დამაგნიტების პროცესზე. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ ძლიერად ანიზოტროპული ნანონაწილაკების შემცველი მაგნიტური სითხის დამაგნიტების მრუდი განსხვავდება ცნობილი ლანჟევენისეული მრუდისაგან. იგი მდებარეობს ლანჟევენისა და ჰიპერბოლური ტანგესის მრუდებს შორის. ნაჩვენებია, რომ ანიზოტროპიის კონსტანტის გაზრდისას დამაგნიტების მრუდი უახლოვდება ჰიპერბოლური ტანგესის მრუდს. ნაჩვენებია აგრეთვე, რომ ნანონაწილაკების ძლიერი მაგნიტური ანიზოტროპია მაგნიტურ სითხეებში გვაძლევს კიურის კანონის შესწორებას. კიურის მუდმივას შესწორების თეორიული გამოთვლები თანხვდენაშია ჩვენს მიერ ჩატარებულ ეკსპერიმენტულ გაზომვებთან.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com