ავტორიზაცია
ეთილენის დიმერიზაციის რეაქციის კვლევა
ავტორი: მიხეილ გვერდწითელითანაავტორები: -
საკვანძო სიტყვები: ეთილენი, დიმერიზაცია, ციკლომერიზაცია
ანოტაცია:
ეთილენის დიმერიზაციის და ციკლომერიზაციის პროცესების სქემებია: 2CH2=CH2 – CH2 – CH2 – CH2 – CH2 – (1) მათემატიკურ ქიმიაში ქიმიური რეაქციების გამოსაკვლევად ეფექტურად გამოიყენება ქვაზი-ანბ-მატრიცების მეთოდი. ქვაზი-ანბ-მატრიცა ( ) მოლეკულური გრაფის თანაზიარობის მატრიცის მოდიფიცირებული სახესხვაობაა. მისი დიაგონალური ელემენტებია მოლეკულის სტრუქტურულ ფრაგმენტებში შემავალი ქიმიური ელემენტების ატომური ნომრების ჯამი, არადიაგონალური ელემენტებია სტრუქტურულ ფრაგმენტებს შორის არსებული ქიმიური ბმების ჯერადობა. ამგვარად, ქვაზი-ანბ-მატრიცა იგება არა თვით მოლეკულის, არამედ მისი სტრუქტურული მოდელის საფუძველზე, რაც მათემატიკურ ქიმიაში გამონაკლის შემთხვე¬ვას წარმოადგენს. (1) რეაქციისათვის შემუშავებულია უმარტივესი მოდელური ჩანაწერი: 2A = A A – A – A – A (3) სადაც, A = CH2. (3) პროცესის ჩანაწერი -მატრიცის სახით იქნება: განვიხილოთ გამოსახულება: r = f – i (5) სადაც r წარმოადგენს რეაქციის შედეგად -მატრიცის დეტერმინანტის მნიშვნელობის ცვლი¬ლებას; f – -მატრიცის დეტერმინანტის მნიშვნელობაა საბოლოო სისტემისათვის, i – საწყისი სისტემისათვის. (4) პროცესისათვის r>0. თუ გავითვალისწინებთ, რომ, -ს სიდიდე მოლეკულის სირთულის პროპორციულია: comp.M (6) შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეთილენის დიმერიზაციის (1) რეაქცია მიმდინარეობს სისტემის სირთულის ზრდით. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამ შედეგის განზოგადება შესაძლებელია შეერთების სხვა პროცესებზეც.