ka | en
ავტორიზაცია
ქართულენოვანი დოკუმენტების კლასიფიკაციის მეთოდის შემუშავება
ავტორი: მანანა ხაჩიძეთანაავტორები: მაგდა ცინცაძე მაია არჩუაძე გიორგი ძამაშვილი მარიამ ვარდანიძე
საკვანძო სიტყვები: ტექსტის დამუშავება, ტექსტის კლასიფიკაცია
ანოტაცია:
ინფორმაციული ძებნის ამოცანა კომპლექსურია და ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კლასიფიკაციის ეტაპს, რომლითაც, როგორც წესი, იწყება ძებნის პროცესი. დამუშავდა სტემინგისა და ლემატიზაციის ალგორითმები ქართული ენისათვის. სახელდობრ, შემუშავდა სიტყვის ფუძის ამოღების ალგორითმები ქართული ენისათვის. მოხდა ალგორითმის პროგრამული რეალიზაცია. ალგორითმის ტესტირების მიზნით შეიქმნა ქართულენოვანი ტექსტების კოლექცია. კოლექცია წარმოდგება მონაცემთა ბაზის სახით. მოძიებულ და დამუშავებულ იქნა ტექსტების კლასიფიცირების ცნობილი ალგორითმები. მოხდა ამ ალგორითმების ადაპტირება ქართული ენისათვის. ასევე დამუშავდა ახალი ალგორითმი. ამ ალგორითმების პროგრამული რეალიზაციის შემდეგ შემუშავდა ცოდნის ბაზა. ბაზის სესაქმნელად გამოყენებულია ტექსტების კოლექციის ნაწილი.